დყატ+ B ჰეპ +ჰიb+იპვ (ჰექსა/DPaT+HepB+Hib+IPV)
იცავს დაავადებისგან

 

იცავს დაავადებებისგან
დიფთერია ტეტანუსი ყივანახველა B ჰეპატიტი
ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი b
პოლიომიელიტი

 

ვაქცინის დოზა, ადმინისტრირების მეთოდი

 

ერთი საინექციო დოზა შეადგენს 0,5 მლ-ს, აცრა კეთდება კუნთში, ბარძაყის ანტეროლატერალურ ზედაპირზე,  შუა მესამედში

 

ნამდვილი უკუჩვენებები. ვაქცინაცია არ ტარდება.

 

მძიმე ალერგიული რეაქცია ვაქცინის წინა დოზაზე ან ვაქცინის კომპონენტზე
ენცეფალოპათიები (მაგ. კომა, გონების დაკარგვა, პროლონგირებული კრუნჩხვა ვაქცინის წინა დოზის მიღებიდან 7 დღის განმავლობაში;
პროგრესირებადი ნევროლოგიური აშლილობები - ბავშვთა ასაკის აფებრილური კრუნჩხვები  ანამნეზში (ვაქცინაცია ტარდება ყივანახველის კომპონენტის  გარეშე);
არაკონტროლირებადი ეპილეფსია, პროგრესირებადი ენცეფალოპათია (გადადეთ ვაქცინაცია ნევროლოგიური სტატუსის გარკვევამდე და სტაბილურობამდე).

 

გაფრთხილება

 

ცხელება > 40,5°C არაუგვიანეს 48 საათისა ვაქცინის წინა დოზის მიღების შემდეგ;
კოლაფსი ან შოკის მსგავსი სტატუსი ე.წ. ჰიპოტონურ-ჰიპორესპონსიული ეპიზოდი არაუგვიანეს  48 საათისა ვაქცინის წინა დოზის მიღების შემდეგ;
კრუნჩხვები  არაუგვიანეს  3 დღისა ვაქცინის წინა დოზის მიღების შემდეგ;
შეუჩერებელი ხანგრძლივი ყვირილი და/ან ტირილი > 3 საათის განმავლობაში  და არაუგვიანეს  48 საათისა ვაქცინის წინა დოზის მიღების შემდეგ;
საშუალო სიმძიმის  ან მძიმე მწვავე დაავადება ტემპერატურით და/ან მის გარეშე - გადადეთ ვაქცინაცია გამოჯანმრთელებამდე!

 

ცრუ უკუჩვენებები. ვაქცინაცია ტარდება.

 

მცირედ ან ზომიერად გამოხატული ადგილობრივი  რეაქცია ვაქცინის წინა დოზაზე;
პერინატალური ენცეფალოპათია;
სტაბილური ნევროლოგიური მდგომარეობა (მათ შორის ცერებრალური დამბლა, განვითარების და/ან გონებრივი ჩამორჩენილობა, კარგად კონტროლირებადი კრუნჩხვები);
ანემია,  ქრონიკული ტონზილიტი,  ოტიტი;
თიმუსის ჩრდილის გადიდება;
ალერგია,  ასთმა, პოლინოზი, ეკზემა, დიათეზი;
განვითარების მანკები, ფერმენტოპათია;
დისბაქტერიოზი;
ადგილობრივი  ხმარების სტეროიდები, ანტიმიკრობული  პრეპარატები;
ჰიპოტროფია;
დიარეა (ინტოქსიკაციის გარეშე);
ინფიცირებულ  პირთან კონტაქტი და/ან გადატანილი ინფექციური დაავადება ახლო წარსულში;
დღენაკლულობა და/ან მცირე წონა (>2000 გრ);
სეფსისი ანამნეზში;
აუტოიმუნური დაავადება (წითელი მგლურა, რევმატიული ართრიტი);
ახალშობილთა ჰემოლიზური დაავადება;
მკურნალობას დაქვემდებარებული ეპილეფსია;
ორსულობა - დედა და/ან სხვა ახლო კონტაქტი;
ბუნებრივი ან ხელოვნური კვება;
რეციპიენტის  რეპროდუქციული ასაკი.