დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსი (დყტ/DPT)
იცავს დაავადებისგან

 

დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსი

 

ვაქცინის დოზა, ადმინისტრირების მეთოდი

 

ერთი საინექციო დოზა შეადგენს 0,5  მლ- ს, აცრა კეთდება კუნთში, 2 წლამდე ასაკში ბარძაყის ანტეროლატერალურ ზედაპირზე შუა მესამედში, ზედა ასაკში - დელტისებური კუნთის ზედა მესამედში.

 

ნამდვილი უკუჩვენებები. ვაქცინაცია არ ტარდება.

 

მძიმე ალერგიული რეაქცია  ვაქცინის წინა დოზაზე ან ვაქცინის კომპონენტზე;
ენცეფალოპათიები (მაგ.  კომა,  გონების დაკარგვა, პროლონგირებული კრუნჩხვა ვაქცინის წინა დოზის მიღებიდან 7 დღის განმავლობაში;
პროგრესირებადი ნევროლოგიური აშლილობები - ბავშვთა  ასაკის აფებრილური კრუნჩხვები ანამნეზში (ვაქცინაცია ტარდება  ყივანახველის კომპონენტის გარეშე);
არაკონტროლირებადი ეპილეფსია, პროგრესირებადი ენცეფალოპათია (გადადეთ ვაქცინაცია ნევროლოგიური სტატუსის გარკვევამდე და სტაბილურობამდე).

 

გაფრთხილება

 

ცხელება  > 40,5°C არაუგვიანეს 48 საათისა ვაქცინის წინა დოზის მიღების შემდეგ;
კოლაფსი  ან შოკის მსგავსი სტატუსი  ე.წ. ჰიპოტონურ-ჰიპორესპონსიული ეპიზოდი არაუგვიანეს 48 საათისა ვაქცინის წინა დოზის მიღების  შემდეგ;
კრუნჩხვები არაუგვიანეს 3 დღისა ვაქცინის წინა დოზის მიღების  შემდეგ;
შეუჩერებელი ხანგრძლივი ყვირილი  და/ ან ტირილი > 3 საათის  განმავლობაში და არაუგვიანეს 48 საათისა ვაქცინის წინა დოზის მიღების  შემდეგ;
საშუალო სიმძიმის ან მძიმე მწვავე დაავადება ტემპერატურით და/ან მის გარეშე - გადადეთ ვაქცინაცია გამოჯანმრთელებამდე!

 

ცრუ უკუჩვენებები. ვაქცინაცია ტარდება.

 

მცირედ  ან ზომიერად  გამოხატული ადგილობრივი რეაქცია  ვაქცინის წინა დოზაზე;
პერინატალური ენცეფალოპათია;
სტაბილური ნევროლოგიური მდგომარეობა (მათ შორის ცერებრალური დამბლა, განვითარების და/ან გონებრივი ჩამორჩენილობა, კარგად კონტროლირებადი კრუნჩხვები);
ანემია, ქრონიკული ტონზილიტი, ოტიტი;
თიმუსის  ჩრდილის  გადიდება;
ალერგია, ასთმა, პოლინოზი, ეკზემა,
დიათეზი;
განვითარების მანკები, ფერმენტოპათია;
დისბაქტერიოზი;
ადგილობრივი ხმარების სტეროიდები, ანტიმიკრობული პრეპარატები;
ჰიპოტროფია;
დიარეა (ინტოქსიკაციის გარეშე);
ინფიცირებულ პირთან კონტაქტი და/ან გადატანილი ინფექციური დაავადება ახლო წარსულში;
დღენაკლულობა და/ან მცირე წონა (>2000 გრ);
სეფსისი ანამნეზში;
აუტოიმუნური დაავადება (წითელი  მგლურა, რევმატიული ართრიტი);
ახალშობილთა ჰემოლიზური დაავადება;
მკურნალობას დაქვემდებარებული ეპილეფსია;
ორსულობა - დედა და/ან სხვა ახლო კონტაქტი;
ბუნებრივი ან ხელოვნური კვება;
რეციპიენტის რეპროდუქციული ასაკი.