პოლიომიელიტი
გამომწევი  ვირუსი

 

დაავადებას იწვევს პოლიოვირუსები. ძლიერ კონტაგიოზური და პოტენციურად ფატალური დაავადებაა, რომელიც  არ  ექვემდებარება მკურნალობას.ამჟამად, დასკვნით ფაზაშია 1988  წელს დაწყებული პოლიომიელიტის ერადიკაციის ინიციატივა, რომლის  ფარგლებში 2002  წელს საქართველო სერთიფიცირებულია როგორც პოლიომიელიტისგან თავისუფალი ტერიტორია.

 

გადაცემის გზები

 

ფეკალურ-ორალური (ძალზე იშვიათად წვეთოვანი)

 

სიმპტომები

 

ინფიცირებულების უმრავლესობას (70-ს 100-დან)  ვიზუალური სიმპტომები  არ უყალიბდება. მხოლოდ  ¼-ს უვითარდება სურდოს მაგვარი  სიმპტომები – ყელის ტკივილი, ცხელება,  დაღლილობა, გულისრევა, თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი. სიმპტომები, ჩვეულებრივ, 2-5  დღე გრძელდება  და თავისით გაივლის.

 

გართულებები

 

შესაძლებელია  განვითარდეს თავის და/ ან ზურგის ტვინის დაზიანებასთან დაკავშირებული სიმპტომები – პარესთეზია, მენინგიტი (1 შემთხვევა 25 ინფიცირებულიდან), დამბლა (200 ინფიცირებულიდან ერთი შემთხვევა). დაავადების ტიპიური კლინიკური გამოვლინებაა  კიდურების მწვავე დუნე დამბლა,  რომელიც  არის მუდმივი და მისგან განვითარებული დეფორმაცია დაავადების ადეკვატური შედეგია. დაავადება აქტუალურია 5 წლამდე ასაკის ბავშვებში