დიფთერია
გამომწევი  ბაქტერია

 

გამომწევია  ბაქტერია (Corynebacterium diphtheriae) რომელიც სასუნთქ გზებში მოხვედრის შემდეგ გამოიმუშავებს ტოქსინს და იწვევს მწვავე დაავადებას. 2-3  დღის განმავლობაში  ცხვირში და ყელში ჩნდება სქელი ნადები (ე.წ. ფსევდომემბრანა), რომელიც ართულებს სუნთქვის და ყლაპვის პროცესს.  ტოქსინი შესაძლებელია  მოხვდეს სისხლში და გამოიწვიოს  გულის, ფილტვების, თირკმლების და ნერვული სისტემის დაზიანება.

 

გადაცემის გზები

 

გადადის ადამიანიდან ადამიანზე წვეთოვანი გზით, ხველის ან ცემინების დროს რესპირატორული წვეთების საშუალებით,  დაბინძურებული ნივთებიდან, იშვიათად შესაძლებელია გადაეცეს  დაზიანებული  კანის საფარველიდან.

 

სიმპტომები

 

ზოგადი ინტოქსიკაცია, ხახის,  ცხვირის, ხორხის, ტრაქეის, იშვიათად სხვა ორგანოების ლორწოვანი გარსის ფიბროზული ანთება.

 

გართულებები

 

სუნთქვის უკმარისობა  და შეჩერება, გულის კუნთის დაზიანება, პოლინეიროპათია, ფილტვების დაზიანება, ლეტალური გამოსავალი.