წითელა
გამომწევი

 

გამომწვევია წითელას ვირუსი (Morbillivus, Measles Virus), რომელიც მაღალი კონტაგიოზურობით ხასიათდება.

წითელა სახიფათოა ყველა ასაკში, მაგრამ 5 წლამდე ასაკის და 20 წელზე უფროსი ასაკის პირებში შესაძლებელია გახდეს სერიოზული გართულებების მიზეზი.

 

გადაცემის გზები

 

ვრცელდება  ჰაეროვანი  გზით, დაინფიცირებული პირისგან  ცემინების და ხველების  დროს.  ასევე,  ვირუსი ორი საათის  განმავლობაში ცოცხლობს ჰაერში და იწვევს გარშემომყოფი პირების  დაინფიცირებას ჰაერის ან დაბინძურებულ საგნებთან შეხების საშუალებით.
დაინფიცირებული პირი სიპტომების გამოვლენამდე ოთხი დღის და გამოვლენის  შემდეგ კიდევ ოთხი დღის განმავლობაში შესაძლებელია იყოს ვირუსის  გამავრცელებელი.

 

სიმპტომები

 

მაღალი ტემპერატურა, ხველება, ცემინება, კონიუნქტივიტი, ყელის ტკივილი.  სიმპტომების განვითარებიდან მესამე-მეხუთე დღეს ჩნდება  წითელი ლაქისებრი  ბრტყელი გამონაყარი სახეზე, თმის საფარველის გასწვრივ კისერზე,  მხრებზე და მთელ სხეულზე.

 

გართულებები

 

პნევმონია  (20  შემთხვევიდან ერთი) ყველაზე ხშირია მცირეწლოვან ბავშვებში, ენცეფალიტი/ ტვინის შეშუპება (1000 შემთხვევიდან ერთი)  მთავრდება  სმენის  დაკარგვით და უნარშეზღუდულობით, ყურის ინფექციები (10  შემთხვევიდან ერთი)  მთავრდება სმენის  დაკარგვით.
ორსულობის  პერიოდში  წითელა შესაძლებელია გახდეს  ნაადრევი მშობიარობის ან ახალშობილის მცირე წონის მიზეზი.