წითურა
გამომწევი

 

გამომწვევია წითურას ვირუსი (Rubella Virus) და კონტაგიოზური  დაავადებაა.

 

გადაცემის გზები

 

ვრცელდება  წვეთოვანი  გზით, დაინფიცირებული პირისგან  ცემინების და ხველების  დროს

 

სიმპტომები

 

გამონაყარი, რომელიც იწყება სახიდან  და შემდეგ ვრცელდება  მთელ სხეულზე და დაბალი ტემპერატურა. სიმპტომები გრძელდება  2-3  დღის განმავლობაში.უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში  შესაძლებელია გამოიწვიოს სანერწყვე  ჯირკვლების შეშუპება  და სახსრების ტკივილი.

 

გართულებები

 

ორსულობის საწყის პერიოდში დაინფიცირების შემთხვევაში იწვევს ნაყოფის დაზიანებას და თანდაყოლილ დეფექტებს: სიყრუე,  კატარაქტა, გონებრივი  ჩამორჩენილობა, ღვიძლის, ელენთის,  გულის პათოლოგიები (დაახლოებით  20%).