ტუბერკულოზი
გამომწევი  ბაქტერია

 

გამომწვევია ტუბერკულოზის მიკობაქტერია (Mycobacterium Tuberculosiss), რომელიც უფრო ხშირად აზიანებს  ფილტვებს, თუმცა ასევე შესაძლოა  გამოიწვიოს სხვადასხვა ორგანოების (თირკმელი, ხერხემალი და თავის ტვინი)  ინფექცია. სათანადო მკურნალობის გარეშე დაავადება შესაძლებელია დასრულდეს ფატალურად.

 

გადაცემის გზები

 

ტუბერკულოზი ვრცელდება მხოლოდ ჰაერით ერთი ადამიანიდან მეორეზე. ბაქტერია გამოიყოფა ჰაერში დაავადებული ადამიანის ხველის,  ცემინების, საუბრის დროს.
ტუბერკულოზი  არ გადადის  ხელის ჩამორთმევით, საზიარო ჭურჭლით, თეთრეულით და ტუალეტით, კბილის ჯაგრისით, კოცნით.

 

სიმპტომები

 

ხველა,  რომელიც გრძელდება  3 კვირა ან მეტი,  ტკივილი გულმკერდის არეში,  სისხლიანი ან ნახველიანი ხველა,  ზოგადი სისუსტე და დაღლილობა, წონაში კლება, უმადობა, შემცივნება, ცხელება, ღამის ოფლიანობა.

 

ტუბერკულოზის განვითარების რისკფაქტორებია

 

აივ ინფექცია, მიკობაქტერიით განმეორებითი დაინფიცირება ორი წლის განმავლობაში, სხვა დაავადებები, (მაგ.  დიაბეტი), ალკოჰოლის  ან ნარკოტიკების ჭარბი მოხმარება, წარსულში  არასწორად  ჩატარებული მკურნალობა.