ყივანახველა
გამომწევი  ბაქტერია

 

გამომწევია ბაქტერია (Bordetella pertussis) რესპირატორული, ძლიერ კონტაგიოზური  დაავადებაა, რომელიც მხოლოდ ადამიანებში გვხვდება  და განსაკუთრებით რთულად მიმდინარეობს წლამდე ასაკის ბავშვებში.

 

გადაცემის გზები

 

ვრცელდება  ადამიანიდან ადამიანზე წვეთოვანი  გზით,  ცემინებისას და ხველებისას, ან დახურულ სივრცეში ხანგრძლივი  ახლო კონტაქტით. ინფიცირებული ადამიანი  ყველაზე გადამდებია ხველის დაწყებიდან 2 კვირის განმავლობაში. გამომწვეი ემაგრება ზემო სასუნთქი გზების ეპითელიუმს, გამოყოფს ტოქსინს და იწვევს სასუნთქი გზების შეშუპებას

 

სიმპტომები

 

სურდო,  დაბალი ტემპერატურა, მსუბუქი იშვიათი  ხველა,  აპნოე (ჩვილებში) გრძელდება  1-2  კვირა.  მოგვიანებით, 1-2  კვირის შემდეგ ჩნდება ყივანახველას ტრადიციული  სიმპტომები:
პაროქსიზმული  შეტევითი  ხველა „წამოყივლებით“, ღებინება  ხველის დროს ან შემდეგ,  ძლიერი დაღლილობა.

 

გართულებები

 

წონის კლება,  უნებლიე შარდვა,  ნეკნის მოტეხილობა  მწვავე ხველების  გამო, პნევმონია, კონვულსია, აპნოე, ენცეფალოპათია. შესაძლოა გახდეს ლეტალური გამოსავლის  მიზეზი.