ზიკა ვირუსი და რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშები

12 მაისი 2016 წელი 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და პან-ამერიკული ჯანმრთელობის ორგანიზაცია აცნობიერებს,  რომ ათლეტები და ვიზიტორები, რომლებიც აპირებენ მონაწილეობა მიიღონ და დაესწრონ 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებს, (5 აგვისტოდან 18 სექტემბრის ჩათვლით) საჭიროებენ მეტ ინფორმაციას ზიკა ვირუსთან დაკავშირებული რისკებისა და მისგან დაცვის საშუალებებზე.

ბრაზილია არის ერთერთი იმ 58 ქვეყანას შორის, სადაც ფიქსირდება ზიკა ვირუსის გავრცელება კოღოს მეშვეობიოთ. კოღო არის ვირუსის პირველადი ვექტორი, თუმცა ზიკა ვირუსით ინფიცირებულ ადამიანს შეუძლია მოახდინოს ვირუსის გავრცელება დაუცველი სქესობრივი კონტაქტით.

ზიკა ვირუსი ძირითადად ხასიათდება საშუალო სიმძიმის სიმპტომატიკით (1), ზოგირთ ადამიანს კი საერთოდ არ უვითარდება დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.

არსებობს მეცნიერული მოსაზრება, რომ ზიკა ვირუსი წარმოადგენს მიკროცეფალიების (ახალშობილები უჩვეულოდ პატარა ზომის თავით) და თავის ტვინის სხვა მალფორმაციების, დეფექტების მიზეზს იმ ქალების ახალშობილებში, რომლებიც ორსულობის დროს ინფიცირებულნი იყვნენ ზიკა ვირუსით და ასევე გიენ ბარეს სინდრომის (იშვიათი მაგრამ, სერიოზული ნევროლოგიური დარღვევა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს დამბლა და სიკვდილი) მიზეზი.

ათლეტებმა და ვიზიტორებმა, რიო- დე-ჟანეიროსა და სხვა ტერიტორიებზე, სადაც გავრცელებულია ზიკა ვირუსი, სასურველია: 

  • მისდიონ სამოგზაურო რეკომენდაციებს (2), რომელიც მოწოდებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ქვეყნის ჯანდაცვის პასუხისმგებელი უწყებების მიერ; მოგზაურობამდე გაიარონ კონსულტაცია ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებლებთან.
  • რამდენადაც შესაძლებელია დღის განმავლობაში დაიცვან თავი კოღოს კბენისგან რეპელენტებით და ღია ფერის სამოსით, რომელიც უნდა ფარავდეს სხეულის უმეტეს ნაწილს.
  • მისდიონ უსაფრთხო სექსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს (გამოიყენონ კონდომები, სწორად და ყოველთვის) ან თავი აარიდონ სქესობრივ კონტაქტს ვიზიტისას და დაბრუნებიდან 4 კვირის განმავლობაში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მათ ჰქონდათ ან აქვთ ზიკა ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.
  • საცხოვრებლად აირჩიონ კონდიცირების მქონე შენობები (გრილი ჰაერის შესანარჩუნებლად, კარ-ფაჯრები ძირითადად უნდა იყოს დახურული და კოღოს არ ექნება შეღწევის საშუალება)
  • მოერიდონ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არსებულ და ზედმეტად ხალხმრავალი ადგილების სტუმრობას, სადაც  არის ანტისანიტარია და არ არის წყალმომარაგება, ადგილებს სადაც კოღოსგან დაკბენის რისკი მაღალია.

ორსულებმა თავი უნდა აარიდონ იმ ადგილებში მოგზაურობას, სადაც გავრცელებულია ზიკა ვირუსი. გავრცელების არეალი მოიცავ რიო-დე-ჟანეიროსაც. ორსულების სქესობრივმა პარტნიორებმა, ვირუსის ცირკულაციის მქონე ქვეყნებიდან დაბრუნების შემდეგ, უნდა მისდიონ უსაფრთხო სექსს, ან თავი აარიდონ ორსულობის დასრულებამდე (3). ოლიმპიური თამაშები ბრაზილიაში გაიმართება ზამთრის პერიოდში, როდესაც აქტიური კოღოების რაოდენობა მცირეა, აქედან გამომდინარე, კოღოსგან დაკბენის რისკიც დაბალია.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და პან-ამერიკული ჯანმრთელობის ორგანიზაცია, ურთიერთგაგების მეორანდუმის ფარგლებში, აძლევს რჩევას ბრაზილიის მთავრობას, ოლიმპიურ კომიტეტსა და რიოს ოლიმპიური თამაშები 2016 ადილობრივ ორგანიზაციულ კომიტეტს, იმ გზებთან დაკავშირებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობისას, ათლეტებისა და ვიზიტორების ზიკა ვირუსით დაინფიცირების რისკების შემცირებას. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევა ფოკუსირდება Aedes სახეობის კოღოს პოპულაციის შემცირების ზომებზე, რომელიც წარმოადგენს  ჩიკუნგუნიას, დენგეს, ყვითელი ცხელების და ზიკას გადამტანს. 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და პან-ამერიკული ჯანმრთელობის ორგანიზაცია აგრძელებენ ზიკა ვირუსის გავრცელების და რისკის მონიტორინგს ბრაზილიაში და სხვა დაზარალებულ არეალებში. 

(1) სიმპტომატიკა მოიცავს ცხელებას, გამონაყარს კანზე, კონიუნქტივიტს, კუნთებისა და სახსრების ტკივილს, ზოგად სისუსტეს და თავის ტკივილს. 

(2)ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სამოგზაურო რეკომენდაციები, http://www.who.int/csr/disease/zika/information-for-travelers/en/

(3)  სქესობრივი გზით გადაცემის პრევენცია,

http://www.who.int/csr/resources/publications/zika/sexual-transmission-prevention/en/

 

ზიკა ვირუსისა და გართულებების შესახებ მეტი ინფორმაციისათვის, იხილეთ http://who.int/emergencies/zika-virus/en/