ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაცია ზიკა ვირუსთან დაკავშირებით
  • 2016 წლის, 25 მაისის მონაცემებით, 60 ქვეყანასა და ტერიტორიაზე ფიქსირდება ზიკა ვირუსის გადაცემა კოღოს კბენის შედეგად, აქედან : 
    • 2015 წლიდან მოყოლებული, 46 ქვეყანაში ფიქსირდება ზიკა ვირუსის პირველადი აფეთქება, ამ ქვეყნებში დღემდე გრძელდება ზიკა ვირუსის გავრცელება კოღოს მეშვეობით.
    • 2007-2014 წლებში, 14 ქვეყანას გაკეთებული ჰქონდა შეტყობინება ზიკა ვირუსის აფეთქებასთან და გავრცელებასთან დაკავშირებით.
    • ოთხმა ქვეყანამ მოახდინა შეტყობინება, რომ მათ ტერიტორიებზე 2007-2014 წლის პერიოდში ფიქსირდებოდა ზიკა ვირუსის გავრცელება.( Cook Islands, French Polynesia, ISLA DE PASCUA – Chile and YAP (Federated States of Micronesia.)

ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა:                                        

    • ათ ქვეყანაში ფიქსირდება ვირუსის  გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე, სავარაუდოდ სქესობრივი გზით.

 

  • 2016 წლის, 25 მაისის კვირის მონაცემებით არცერთ ახალ ქვეყანას არ მოუხდენია შეტყობინება ზიკა ვურუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, როგორც კოღოს კბენის შედეგად ისე ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის გზით.
  • მიკროცეფალია და ნაყოფის სხვა მალფორმაციები, რომლებიც პოტენციურად უკვშირდება ზიკა ვირუსის ინფექციას ან თანდაყოლილ ინფექციას, დაფიქსირდა 10 ქვეყანაში ან ტერიტორიაზე. ესპანეთი არის ბოლო  ქვეყანა სადაც მოგზაურობიდან დაბრუნებულ ორსულში დაფიქსირდა ზიკა ვირუსთან ასოცირებული მიკროცეფალიის შემთხვევა.
  • მიკროცეფალიის ორი და სხვა ნევროლოგიური ანომალიების შემთხვევები ვარიფიკაციის პროცესშია ბოლივიაში ვენესუელასა და კოსტა რიკაში.
  • ზიკა ვირუსის ცირკულაციის  არეალის ზრდასთან ერთად 13 - მა ქვეყანამ მოახდიანა ინფორმაციის გავრცელება, რომლის მიხედვითაც გაზრდილია გიენ ბარის სინდრომის ინციდენტობა და/ ან გიენ ბარის სინდრომით დაავადებულებში ლაბორატორიულად დასტურდება ზიკა ვირუსით ინფიცირება. ნიდერლანდებმა მოახდინა შეტყობინება მოგზაურობიდან დაბრუნებულ პირში  ზიკა ვირუსის ინფექციასთან ასოცირებულ გიენ ბარის შემთხვევაზე.
  • კაბო-ვერდეში ეპიდაფეთქების გამომწვევი ვირუსის სექვენირების შედეგად აღმოჩნდა რომ ვირუსს გააჩნია აზიური წარმომავლობა და ბრაზილიაში მოცირკულირე ვირუსის ანალოგია.
  • კვლევების საფუძველზე, არსებობს მეცნიერული მოსაზრება/ შეთანხმება, რომ გიენ ბარის სინდრომისა და მიკროცეფალიების გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს ზიკა ვირუსი.
  • ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შექმნილი გლობალური პრევენციისა და კონტროლის სტრატეგია, როგორც რეაგირების სტრატეგიული  ჩარჩო, მოიცავს ეპიდზედამხედველობას, რეაგირების აქტივობებს და კვლევას. ძირითადი ღონისძიებები ხორციელდება ერთობლივად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, საერთაშორისო, რეგიონული და ეროვნული პარტნიორების მიერ, საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საგანგებო სისტუაციის საპასუხოდ.
  • იმისდამიუხედავად, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ფიქსირდება შემთხვევათა სიხშირის შემცირება,  WHO ვერ აცხადებს ეპიდაფეთქებას დასრულებულად და მოგვიწოდებს  მუდმივი მზადყოფნისკენ.

 

  • მიკროცეფალიების და თანდაყოლილი ანომალიების ცხრილი

 

  • ზიკა ვირუსის გავრცელება,WHO-ს რეგიონებში წლების, 2007-2014 , 2015-2016 წწ თვეების მიხედვით

 

*AFR=Africa; AMR=Americas; SEAR=South-East Asia; WPR=Western Pacific 

 

წყარო: http://apps.who.int/iris/bitstream/10665/207281/1/zikasitrep_26May2016_eng.pdf?ua=1

 

ბმულები

ზიკა ვირუსი და რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშები

ყვითელი ცხელება - მნიშვნელოვანი ფაქტები

ბრიფინგი ზიკას ვირუსით გამოწვეული დაავადებების შესახებ 19.05.2016

 

პოსტერი