ფოთში კოღოს წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამის განხორციელება დაიწყო

ფოთში კოღოს წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამის განხორციელება დაიწყო, რომელშიც საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან ერთად, ქალაქის მუნიციპალიტეტიც არის ჩართული.

დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში , ქალაქ ფოთში, საქართველოს მთავრობის უშუალო დახმარებითა და თანადგომით, პირველად შარშან, 2015 წელს მოხდა მწერებთან(კოღოსთან) ბრძოლის ასეთი მასშტაბური სამუშაოების რეალიზება.

ქალაქის მასშტაბით , ღია სივრცეები და წყალსატევები იწამლება ბიოლოგიური საშუალებებით, ხოლო არსებული შენობა-ნაგებობები და დახურული სივრცეები სპეციალური საშუალებებით მუშავდება.დეზინფექციისთვის ეკოლოგიურად უსაფრთხო პრეპარატი „სოლფაკი“ გამოიყენება.პრეპარატის შესხურება წარმოებს ,,სკაუტ-36'' აგრეგატით. პრეპარატით კოღოს კვერცხების ლიკვიდაცია ხდება.

სადენზინსექციო სამუშაოებს ქალაქ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ანხორციელებს!