ზიკა ვირუსი

მსოფლიოში გავრცელების მზარდი ტენდენციის გამო, ზიკა ვირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებულ ყურადღებიმსახურებს.

საქართველოში დაწყებულია ზიკა ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო კომპლექსური ღონისძიებები, რომელიც მიმართულია მისი გადამტანი კოღოს პოპულაციის შემცირებისკენ.

ქვეყანაში შექმნილია ზიკა ვირუსის დიაგნოსტიკის შესაძლებლობა.

სად გვხვდება ზიკა ვირუსი? 

  • 2015 წლამდე ფიქსირდებოდა აფრიკაში, სამხრეთ აზიასა და წყნარი ოკეანის კუნძულებზე. 
  • ამჟამად, ეპიდაფეთქებები ფიქსირდება მრავალ ქვეყანაში (ქვეყნების, სადაც დაფიქსირებულია და გრძელდება ზიკა ვირუსის გავრცელება, ჩამონათვალშია: ბრაზილია, კოლუმბია, ფრანგული გვინეა, გვატემალა, ჰაიტი, ჰონდურასი, მარტინიკი, მექსიკა, პანამა, პარაგვაი, სურინემი, ვენესუელა, პუერტო რიკო).
  • 2015 წლის მაისის თვეში,  ამერიკის ჯანმრთელობის ორგანიზაციამ (Pan American Health Organization (PAHO)) გამოაცხადა განგაში პირველ, დადასტურებულ შემთხვევასთან დაკავშირებით ბრაზილიაში. ეპიდაფეთქება ბრაზილიაში ხასიათდებოდა გიენ-ბარეს სინდრომის, ახალშობილთა თანდაყოლილი დეფექტებისა და ორსულობის არასასურველი გამოსავლის შემთხვევათა მატებით.  
  • ზიკა ვირუსი აგრძელებს გავრცელებას და ვარაუდობენ რომ, საკმაოდ რთული იქნება დროის მიხედვით მისი გავრცელების ტენდენციის განსაზღვრა 

როგორ გადაეცემა ადამიანს ვირუსი?

  • ადამიანებში ზიკა ვირუსის გადაცემა  ხდება ინფიცირებული Aedes  სახეობის კოღოს კბენით. ამ სახეობას ასევე გადააქვს დენგეს, ყვითელი ცხელებისა და ჩიკუნგუნიას ვირუსები.  
  • Aedes  სახეობის კოღო ძირითადად მრავლდება ადამიანის მიერ შექმნილ ისეთ კონტეინერებსა და სათავსებში სადაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხდება წყლის დაგროვება (სათლი, ყვავილის ქოთანი). ისინი დღის აგრესიულ მკბენარებს წარმადგენენ.  უპირატესად ადამიანებს კბენენ და მათ შორიახლოს ბინადრობენ. 
  • კოღოებისათვის ინფიცირების წყაროს წარმოადგენს დაავადებული ადამიანის კბენა, ამგვარად ინფიცირებულ კოღოს შემდგომ უკვე შეუძლია დაავადების გავრცელება არაინფიცირებულ ადამიანთა შორის - მათი კბენით.
  • მშობიარობის წინ ინფიცირებულ დედას, შეუძლია გადასცეს ვირუსი ახალშობილს მშობიარობისას, თუმცა ეს ძალზედ იშვიათი მოვლენაა.
  • შესაძლებელია ვირუსის გადაცემა დედიდან ნაყოფზე ხდებოდეს ორსულობის პერიოდში. მიმდინარეობს გადაცემის ამ მექანიზმის შესწავლა.
  • დღემდე არ დაფიქსირებულა ძუძუთი კვებით ვირუსის გადაცემის ფაქტი. ძუძუთი კვების სარგებლიანობიდან გამომდინარე, ზიკა ვირუსის გავრცელების არეალში ინფიცირებულ დედებსაც კი ურჩევენ ბავშვის ძუძუთი კვებას.
  • დაფიქსირებულია სისხლის ტრანსფუზიითა და სქესობრივი კონტაქტით ვირუსის გადაცემის შემთხვევები. 

რა სიმპტომები აქვს?

  • ზიკა ვირუსით 5 ინფიცირებულიდან, 1 ხდება ავად.
  • ყველაზე გავრცელებულ სიმპტომებად ითვლება ცხელება, გამონაყარი, ტკივილი სახსრებში და კონიუნქტივიტი. დაავადებას ხშირ შემთხვევაში მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს და გრძელდება რამდენიმე დღიდან  ერთ კვირამდე. მძიმე კლინიკური სიმპტომატიკით დაავადების მიმდინარეობა და შესაბამისად ჰოსპიტალიზაციაც იშვიათია.
  • ლეტალობა არ ახასიათებს.

დაიცავისხვაშენგან ინფიცირებისაგან !

  • ზიკა ვირუსი შესაძლებელია ცირკულირებდეს ადამიანის სისხლში დაავადების პირველ კვირაში. ამ პერიოდში, კოღოსგან დაკბენისას ხდება ვირუსის გადასვლა კოღოს ორგანიზმში. შემდგომ ასეთი კოღო დაავადების გამომწვევს ავრცელებს  ჯანმრთელ პირებში.
  • ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მაქსიმალურად აარიდეთ თავი კოღოებისგან დაკბენას დაავადების პირველი კვირის განმავლობაში.

რეკომენდაციები მოგზაურთათვის

დღესდღეისობით, პრევენციისთვის არ არსებობს ვაქცინა!

ამიტომ

  • ორსულმა ქალებმა თავი უნდა შეიკავოთ ვირუსის გავრცელების არეალში მოგზაურობისაგან,
  • გამგზავრებამდე მიიღეთ რჩევები ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებელთაგან;
  • და დაიცავით თავი კოღოების დაკბენისაგან. 

როგორ დავიცვათ თავი კოღოების კბენისგან?

შეგიძლიათ შეამციროთ კოღოებით დაკბენის რისკი,

თუ:

  • ატარებთ ტანსაცმელს, რომელიც სხეულის დაგიფარავთ (გამოიყენეთ რეპელენტებით დამუშავებული კარვები და ტანსაცმელი (ფეხსაცმელი, შარვალი, წინდები)),
  • გამოიყენებთ მწერების რეპელენტებს,
  • დაფარავთ კარებს და ფანჯრებს მწერების საწინააღმდეგო  ბადით (ღამის გასათევად ისარგებლეთ კონდიცირების მქონე ოთახებით).

რეპელენტი ყოველთვის გამოყენებული უნდა იქნას თანმხლები წესების დაცვით.

  • რეპელენტები უმთავრესად უსაფრთხოა ორსულთათვის, მეძუძურთათვის და ბავშვებისთვის ორი თვის ზემოთ ასაკში, როდესაც გამოყენება მითითებულია პროდუქციის ეტიკეტზე.
  • ლიმონ ევკალიპტის ზეთის შემცველი პროდუქციის გამოყენება არ შეიძლება სამ წლამდე ასაკის ბავშვებში.

მუშაობა დაწყებულია ზიკა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, ასევე ვითარდება დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საშუალებები.