ყვითელი ცხელება - მნიშვნელოვანი ფაქტები

•    ყვითელი ცხელება წარმოადგენს მწვავე ვირუსულ ჰემორაგიულ დაავადებას, რომელიც გადაეცემა ინფიცირებული კოღოს საშუალებით. სიტყვა „ყვითელი“ მიგვანიშნებს დაავადების თანმხლებ სიმპტომზე - სიყვითლეზე, რომელიც უვითარდება პაციენტთა გარკვეულ ნაწილს.
•    დაავადების მძიმე ფორმის და მკურნალობის გარეშე, ლეტალური გამოსავალი მოსალოდნელია შემთხვევათა 50 %- ში.
•    ბოლო შეფასების მიხედვით, ყოველწილურად ყვითელი ცხელებით ავადდება 84 000- 170 000 ადამიანი და 60 000 შემთხვევა მთავრდება ლეტალურად.
•    ვირუსი ენდემურია აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში, სადაც ჯამურად პოპულაცია - 900 მილიონი ადამიანს შეადგენს.
•    ბოლო 10 წლის განმავლობაში, 2006 წელს ყვითელი ცხელების ინიციატივის წამოწყების შემდეგ, ამ დაავადებით გამოწვეული შემთხვევების რიცხვი მცირდება.
•    ყვითელი ცხელების სპეციფიური მკურნალობა არ არსებობოს. მკურნალობა სიმპტომურია.
•    ვაქცინაცია წარმოადგენს ყვითელი ცხელების პრევენციის საუკეთესო საშუალებას. ვაქცინა არის უსაფრთხო, ფინანსურად ხელმისაწვდომი და ეფექტური. ვაქცინის ერთჯერადი დოზა საკმარისია მყარი, მუდმივი იმუნიტეტის განვითარებისათვის. ბუსტერ დოზით ვაქცინაცია არ წარმოადგენს საჭიროებას.
სად გვხვდება ყვითელი ცხელება?
ყვითელი ცხელების შემთხვევები ფიქსირდება 47 ენდემურ ქვეყანაში, აფრიკაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. წლიურად ანგარიშგებულ შემთხვევათა 90% მოდის  აფრიკის სუბ-საჰარის ტერიტორიაზე.
ყვითელი ცხელებით დაზარალებული არეალიდან შემოსულ, დაინფიცირებულ მოგზაურს შეუძლია ყვითელი ცხელებისაგან თავისუფალ ტერიტორიებზე დაავადების შეტანა, თუმცა იმისათვის, რომ დაავადება მარტივად გავრცელდეს, ქვეყანაში უნდა ბინადრობდეს ამ დაავადების გადამტანი კოღოს სახეობა; გარდა ამისა, მათი არსებობის შესანარჩუნებლად, საჭიროა სპეციფიკური კლიმატური პირობები და ცხოველური რეზერვუარი.

როგორ ხდება ყვითელი ცხელების გადაცემა?
ყვითელი ცხელება გადაეცემა ხდება ინფიცირებული კოღოების, უმეტესად  Aedes სახეობის კოღოს მიერ. ამავე სახეობას გადააქვს ზიკა ვირუსი, ჩიკუნგუნია და დენგეს ვირუსი. ყვითელი ცხელება ასევე ვრცელდება Haemogogus სახეობის კოღოს მიერ, რომელიც უმეტესად გვხვდება ჯუნგლებში. კოღო ინფიცირდება დაავადებული ადამიანის ან მაიმუნის კბენის შედეგად. დაავადება არ გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს კონტაქტის გზით.
კოღოები მრავლდებიან ტროპიკულ ტყეებში, ნესტიან და ნაწილობრივად ნესტიან პირობებში, ამავდროულად ადამიანის მიერ შექმნილ ისეთ კონტეინერებსა და სათავსოებში სადაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხდება წყლის დაგროვება. ინფიცირებული კოღოების და ადამიანთა გაზრდილი კონტაქტი, განსაკუთრებით ქალაქებში, სადაც მოსახლეობა არ არის აცრილი ყვითელი ცხელების წინააღმდეგ, შესაძლოა იქცეს ეპიდემიის მიზეზად.


რა სიმპტომები ახასიათებს?
ყვითელი ცხელების ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 3-დან 6 დღემდე. სიმპტომები ვლინდება ორი ფაზით. პირველი, მწვავე ფაზისთვის დამახასიათებელია ცხელება, კუნთების ტკვილი, ზურგის და თავის ტკივილი, კანკალი, მადის დაკარგვა, გულისრევა ან ღებინება. 3 - 4 დღის შემდგომ, პაციენთტა უმეტესობის მდგომარეობა უმჯობესდება და სიმპომატიკა ქრება. თუმცა პაციენტთა მცირე პროცენტი, საწყისი რემისიიდან 24 საათის განმავლობაში, გადადის დაავადების განვითარების მეორე, უფრო ტოქსიურ ფაზაში, რომელიც ხასიათდება მაღალი სიცხით, სიყვითლით, მუცლის ტკივილით, რასაც თან ახლავს ღებინება და ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება. სისხლდენას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პირის ღრუდან, ცხვირიდან, თვალებიდან ან კუჭიდან,  რაც ვლინდება სისხლიანი ღებინებითა და სისხლიანი ფეკალური მასებით. ტოქსიურ ფაზაში გადასული პაციენტების ნახევარი იღუპება 10 - 14 დღის განმავლობაში, დანარჩენი კი გამოჯანმრთელდება ოგანოების მნიშვნელოვანი დაზიანების გარეშე.

როგორ მკურნალობენ ყვითელ ცხელებას?
არ არსებობს ყვითელი ცხელების სპეციფიური მკურნალობა, დაავადებას მკურნალობენ სიმპტომურად. დეჰიდრატაცია და ცხელებასთან ბრძოლა ზრდის გადარჩენის ალბათობას. ყვითელი ცხელების პრევენცია შესაძლებელია ეფექტური ვაქცინის საშუალებით, რომელიც ქმნის მუდმივ იმუნიტეტს.

როგორ ხდება ყვითელი ცხელების დიაგნოსტიკას?
ყვითელი ცხელების დიაგნოსტირება რთულია (განსაკუთრებით დაავადების განვითარების ადრეულ ეტაპზე) რადგან, სიმპტომები სხვა დაავადებების მსგავსია, როგორიცაა მალარია, დენგე, ლეპტოსპიროზი და ზიკა. ექიმისთვის სირთულეს წარმოადგენს დიაგნოზის დასმა მხოლოდ სიმპტომებზე დაყრდნობით, განსაკუთრებით იმ არეალში სადაც ეს დაავადებები გვხვდება ერთდროულად.
ყვითელი ცხელების დიაგნოზის დადასტურება მოითხოვს ლაბორატორიულ ტესტირებების ჩატარებას. სისხლის ტესტირებამ შესაძლოა გამოავლინოს ანტისხეულები, რომლებიც  ყვითელი ცხელების საპასუხოდ განვითარდნენ და ამტკიცებენ ადამიანის ინფიცირების ფაქტს. გამოიყენება ტესტირების სხვა მეთოდებიც, რომლებიც მოითხოვენ ლაბორატორიის თანამშრომლების მაღალ კვალიფიკაციას, სპეციალიზირებულ აღჭურვილობასა და მასალას.

როგორ ხდება პრევენცია?
ვაქცინა, ყვითელ ცხელებასთან გამკლავების საუკეთესო საშუალებაა. ვაქცინა უსაფრთხო და ფინანსურად ხელმისაწვდომია. ერთჯერადი დოზა უზრუნველყოფს დაავადების წინააღმდეგ მუდმივი იმუნიტეტის ჩამოყალიბებას. დაზარალებულ რეგიონებში, ეპიდაფეთქებათა თავიდან ასაცილებლად, რისკის ქვეშ მყოფი პოპულაციის ვაქცინაციით მოცვა უნდა აღწევდეს არაუმცირეს 80%.
კოღოების კონტროლი, განსაკუთრებით არასკმარისი მოცვის ან ვაქცინის ხელმიუწვდომლობის შემთხვევაში, ასევე  წარმოადგენს  ყვითელი ცხელების პრევენციის ეფექტურ საშუალებას.
კოღოების კონტროლი გულისხმობს კოღოების გამრავლების ადგილების შემცირებას, ინსექტიციდების გამოყენებას ზრდასრული კოღოებისა და მატლების წინააღმდეგ, იმ ადგილებში, სადაც მათი სიხშირე მაღალია. მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა კოღოებთან ბრძოლის აქტივობებში, რაც გულისხხმობს სახლისა და სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, წყლის შესანახი კონტეინერების დაცალას, გაწმენდასა და თავდახურულ მდგომარეობაში მოყვანას.

არის თუ არა ვაქცინა ეფექტური და უსაფრთხო?
ვაქცინაცია ყვითელი ცხელების პრევენციის ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალებაა. ვაქცინა გამოიყენება ათწლეულების განმავლობაში და არის უსაფრთხო, ფინანსურად ხელმისაწვდომი ბრძოლის საშუალება. ერთჯერადი დოზა უზრუნველყოფს მუდმივ იმუნიტეტს.
ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინის გვერდითი მოვლენები მსუბუქია.  შესაძლოა გამოვლინდეს თავის, კუნთების ტკივილი და სხეულის დაბალი ტემპერატურა. იშვიათია მძიმე გვერდითი მოვლენები.

ვინ უნდა აიცრას?
ჯანმო რეკომნდაციას უწევს, 9 თვეზე მეტი ასაკის ბავშვების რუტინულ ვაქცინაციას ყვითელი ცხელების გავრცელების ქვეყნებში. ეპიდემიის დროს, მასიური ვაქცინაციის კამპანიის მიმდინარეობისას, ხორცილედება 6 თვეზე მეტი ასაკის ბავშვების აცრა.
ჯანმრთელობის საერთაშორისო რეგულაციების მიხედვით, ქვეყანას აქვს უფლება დაზარალებული ქვეყნიდან ჩამოსულ მგზავრს მოსთხოვოს ვაქცინაციის სერტიფიკატი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, მოგზაურები ყვითელი ცხელების რისკის მქონე ქვეყნებში გამგზავრების შემთხვევაში, უნდა აიცრან ამ დაავადების საწინააღდმდეგო ვაქცინით.

ვინ  არ უნდა აიცრას?
რუტინული ვაქცინაცია არ ხორციელდება:
•    9 თვემდე ასაკის ბავშვებში ( ეპიდემიის დროს, ხორცილედება 6 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვების აცრა, რადგან დაინფიცირების რისკი უფრო მაღალია, გვერდითი მოვლენის განვითარების რისკთან შედარებით);
•    ორსულებში ( მხოლოდ ეპიდაფეთქების შემთხვევაში);
•    ალერგიის შემთხვევაში,   როდესაც აღინიშნება მომატებული მგრძნობელობა ვაქცინაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის, განსაკუთრებით კვერცხის ცილის მიმართ;
•    მწვავე იმუნოდეფიციტის დროს.


შესაძლებელია თუ არა ყვითელი ცხელების ერადიკაცია?
ყვითელი ცხელების ერადიკაცია შეუძლებელია, რადგან ვერ ხორციელდება ვირუსის კონტროლი მის ბუნებრივ რეზერვუარ ცხოველებში. მოსახლეობის დაცვის ყველაზე ეფექტურ გზას წარმოადგენს საყოველთაო იმუნიზაცია, ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინით, რომელიც უზრუნველყოფს ერთჯერადი დოზით მუდმივი იმუნიტეტის ჩამოყალიბებას.
დაავადების შემოტანის პრევენციის მიზნით, ბევრი ქვეყანა ვიზის გაცემამადე ითხოვს ვაქცინააციის სერტიფიკატს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მოგზაური  ნამყოფია  ან მოემგზავრება ყვითელი ცხელების ენდემეური კერიდან.

_______________________________________________________________________________________

 

ქვეყნების მოთხოვნები ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ