ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ კურსდამთავრებულების სამხრეთ-კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიის სწავლების პროგრამის (სკ/სელსპ) დასრულების და დაჯილდოების ცერემონიალი 31.05.2016

2016 წლის 31 მაისს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა


ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ კურსდამთავრებულების
სამხრეთ-კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიის სწავლების პროგრამის (სკ/სელსპ) დასრულების და დაჯილდოების ცერემონიალი

ცერემონიალს ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრების სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორი ჯულიეტ მორგანი, სამხრეთ-კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიის სწავლების პროგრამის დირექტორი (სკ/სელსპ) ერიკ ტონგრენი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, სომხეთის რესპუბლიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი პირები.

პროგრამის კურსის დასრულების ცერემონიალში მონაწილეობდა 16 სპეციალისტი: ოთხი აზერბაიჯანელი, ხუთი სომეხი და შვიდი ქართველი - სამივე ქვეყნის სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სამინისტროებიდან.

სამხრეთ-კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიის სწავლების პროგრამა ეს არის პარტნიორული პროგრამა აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან /სახელმწიფო ვეტერინარულ სამსახურებთან საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, რომელიც ფუნქციონირებს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბაზაზე 2009 წლიდან.

მსოფლიოს მასშტაბით არსებული 50 ანალოგიური პროგრამის მსგავსად სკ/სელსპ სწავლებას უტარებს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ვეტერინარული დარგის სპეციალისტებს, რომლებიც მუშაობენ მასპინძელ ქვეყანებში.

სამხრეთ-კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიის სწავლების პროგრამის მიზანია ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული პოტენციალის გაზრდა, ადამიანის და ცხოველთა დაავადებების გამოვლენა, კონტროლი და პრევენცია.

სამხრეთ-კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიის სწავლების პროგრამა არის ორწლიანი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს თეორიულ სწავლებას - საკლასო ოთახში და პრაქტიკულ მუშაობას მენტორების ზედამხედველობის ქვეშ დაავადების ეპიდზედამხედველობის, ეპიდაფეთქების დროული გამოვლენის, პრევენციისა და კონტროლის სფეროებში. აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორი ექსპერტი, ეპიდემიოლოგი და ლაბორატორიის სპეციალისტი ასრულებენ მრჩევლების ფუნქციას და ხელმძღვანელობენ პროგრამას მასპინძელი ქვეყნის კოლეგებთან თანამშრომლობით.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აღნიშნული პროგრამისათვის წარმოადგენს მასპინძელ უწყებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

ამჟამად, სწავლების სრული ციკლი გაიარა მსმენელთა მე-6 კოჰორტამ (16 სპეციალისტი), მზადებას აგრძელებს მეშვიდე კოჰორტა (17 სპეციალისტი), რომელმაც უკვე გაიარა მთლიანი სწავლების ნახევარი ეტაპი, ხოლო მერვე კოჰორტას სწავლა დღეიდან დაეწყება.

 

დღის წესრიგი

 

იხილეთ ფოტოალბომი