ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1950 წლიდან  მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება 1 ივნისს. ეს დღე 1949 წლის ნოემბერში დააწესა ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ.  ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის მიზანია საზოგადოებრივი აზრის მობილიზება, რათა მოხდეს ბავშვების დაცვა ომის საშიშროებისაგან, გაძლიერდეს ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, დაინტერესებულ მხარეთა აქტიური თანამშრომლობით, შეიმუშავა „ქალთა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის ახალი გლობალური სტრატეგია (2016- 2030 წწ.)“, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათი სიცოცხლის გადარჩენას და 2030 წლისთვის ყველა ახალშობილისა და ბავშვის, აგრეთვე, დედების უკეთესი ჯანმრთელობის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას. 

მსოფლიოში ჯერ კიდევ არსებობენ ბავშვები და მოზარდები, რომელთაც აქვთ შეზღუდული ხელმისაწვდომობა ისეთ სიცოცხლისათვის აუცილებელ სერვისებზე, როგორიცაა ჯანმრთელობის მაღალი ხარისხის სერვისები და განათლება, სუფთა ჰაერი და წყალი, ადექვატური სანიტარია და კვება.

2030 წლისათვის ყველა  ბავშვმა და მოზარდმა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში უნდა შეძლოს თავიანთი უპირველესი უფლების რეალიზება, რომელიც გულისხმობს მათი ფიზიკურ განვითარების, მენტალურ ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომისა და კეთილდღეობის უფლებას. მათ უნდა ჰქონდეთ, სოციალური და ეკონომიკური განვითარების საშუალება და აქტიურად უნდა მიიღონ მონაწილეობა საზოგადოების პერსპექტიულ და მდგრად განვითარებაში. დასახული მიზნების განხორციელება მოითხოვს დიდ ფინანსურ რესურსებს, თუმცა გაწეული დანახარჯი 2030 წლისათვის მნიშვნელოვან მოგებად დაუბრუნდება ქვეყნებს.

იმისათვის რომ, 2030 წლისათვის ეფექტურად იქნეს მიღწეული მდგრადი განვითარების მიზნები, გაეროს სააგენტოების მიერ გამოყოფილ იქნა ის სამოქმედო სივრცეები, რომლებიც მეტ ყურადღებას და  ქმედებას საჭიროებს ქვეყნების მხრიდან.

ქალთა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებისათვის ჩადებული ინვესტიცია არამარტო აუმჯობესებს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრებ და მოწყვლადი პოპულაციის, მათ შორის ქალთა, ბავშვთა  და მოზარდთა ჯანმრთელობას, არამედ უზრუნველყოფს მათი ოჯახების სოციალურ სტაბილურობასა და დაცულობას; გლობალურად კი ხელს უწყობს ქვეყნის პროდუქტიულობის გაზრდას და საზოგადოების ეკონომიკური კეთილდღეობის შენარჩუნებას

2016-2030 წლების გლობალურ სტრატეგიაში წარმოდგენილია ქალთა, ბავშვთა და მოზართა ჯანმრთელობის მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინტერვენციების ნათელი მაგალითი.

„ქალთა, ბავშვთა და მოზართა ჯანმრთელობის გლობალური სტრატეგია, 2016-2030“

http://who.int/…/global-strat…/global-strategy-2016-2030/en/