სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა 03.06.2016

2016 წლის 3 ივნისს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართა სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მართვის კოლეგიური ორგანოს - სამეთვალყურეო საბჭოს მორიგი სხდომა.

სხდომა გახსნა საბჭოს თავმჯდომარემ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ბატონმა დავით სერგეენკომ.

სამეთვალყურეო საბჭოს ესწრებოდნენ საბჭოს წევრები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები. სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს, ასევე, სათათბირო ხმით მონაწილე აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA), აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრების (CDC) და უოლტერ რიდის სამხედრო ინსტიტუტის (WRAIR) წარმომადგენლები.
სხდომაზე ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2015 წელს შესრულებული სამუშაოს ანგარიშის და 2016 წლის სამუშაო გეგმის გაცნობა/განხილვა მოხდა.

საბჭოს წევრები გაეცნენ დღის წესრიგში შესულ საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტებს, და საინფორმაციო მასალას. ასევე, გაიმართა დისკუსია.