ყირგიზეთის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 6-10 ივნისი, 2016
2016 წლის 6 ივნისს ყირგიზეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა თემაზე
 
საქართველოს გამოცდილების გაზიარება ტუბერკულოზის მართვის სფეროში
 
შეხვედრას ესწრებოდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძრვანელი პირები, ყირგიზეთის დელეგაციის წევრები: ტუბერკულოზის პრევენციის პროექტის აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, ტუბერკულოზის ნაციონალური კოორდინატორი და სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირები. ასევე, საქართველოში ტუბერკულოზის პრევენციის პროექტის აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ტუბერკულოზის კოალიციის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.
 
შეხვედრაზე განიხილეს ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო და გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული პროგრამების მიმდინარეობა, საქართველოში ტუბერკულოზის მართვის სფეროში ბოლო წლების მიღწევები და გამოწვევები, არსებული პრობლემების გადაჭრის გზები.
 
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.