შეხვედრა სენაკის სამხედრო ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან 07.06.2016

2016 წლის 7 ივნისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი სენაკში, ეგრეთ წოდებულ სამხედრო ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ. 

სენაკში არსებულ ეგრეთ წოდებულ სამხედრო ჩასახლებასთან ახლოს დაჭაობებული ადგილები მდებარეობს, სადაც ზაფხულის სეზონზე მასიურად აღინიშნება კოღოს გავრცელება. პრობლემის აღმოსაფხვრელად, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ აღნიშნული ტერიტორია ბიოლოგიური პრეპარატით დამუშავდება.

 

იხილეთ ფოტოალბომი