ევროპის გარემოს და ჯანმრთელობის პროცესის სპეციალური სამუშაო ჯგუფის მე-8 შეხვედრა 10.06.2016

2016 წლის 10 ივნისს ქ.ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის და ქ.ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის ( WHO/Euro) ეგიდით გაიმართა

ევროპის გარემოს და ჯანმრთელობის პროცესის სპეციალური სამუშაო ჯგუფის მე-8 შეხვედრა

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ხელმძღვანელი ქალბატონმა ჟუჟანა ჯაკაბმა, გარემოს და ჯანმრთელობის ევროპული პროცესის ხემძღვანელი ბატონმა სრდან მატიჩიმ, გარემოს და ჯანმრთელობის ევროპის WHO/Euro ბონის ოფისის (გერმანია) დირექტორმა ქალბატონმა ელიზაბეტ პაინოვიჩმა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის და ქ.ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა. ასევე, ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებმა, დარგის ექსპერტებმა და მეცნიერებმა.

შეხვედრა მთლიანად მიეძღვნა 2017 წელს დაგეგმილ ევროპის გარემოს და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრთა მე-6 მაღალი რანგის შეხვედრის მომზადებას.

გარემო და ჯანმრთელობა უკანასკნელი 15-20 წლის განმავლობაში სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს საერთაშორისო პოლიტიკისა და ურთიერთობების დღის წესრიგში. აღსანიშავია, რომ გარემოს და ჯანმრთელობის დაცვის სექტორებს დაეკისრათ ძირითადი პასუხისმგებლობა ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის პოლიტიკისა და მისი მართვის სფეროებში ისეთი მექანიზნების შემუშავების და განხორციელებისა, რომლებიც უზრუნველყოფენ ეკოლოგიური თვალსაზრისით მდგრად განვითარებას, ადამიანის ჯანმრთელობაზე გარემოს ფაქტორების ზემოქმედების ეფექტურ მონიტორინგსა და პრევენციას.

სამუშაო შეხვედრის მიმდინარეობის პერიოდში წარმოდგენილ იქნა პრეზენტაციები და გაიმართა დისკუსია.

 

იხილეთ ფოტოალბომი