გილოცავთ სისხლის დონორის მსოფლიო დღეს!
 

სისხლის უანგარო, რეგულარული დონორობა მთელ მსოფლიოში საამაყო და საპატიოა! 

მნიშვნელოვანი ფაქტები სისხლის დონაციის შესახებ: 

სისხლის უანგარო დონაცია აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელი ადამიანისათვის. 

• ყველა ჯანმრთელ, ზრდასრულ ადამიანს შეუძლია სისხლის ჩაბარება 2 თვეში ერთხელ, წელიწადში 5-6-ჯერ, საკუთარი ჯანმრთელობისათვის აბსოლუტურად უსაფრთხოდ.

•  სისხლის საჭიროება ყველაზე მაღალია ავტოკატასტროფების, დამწვრობების, გულის ოპერაციების, ორგანოების გადანერგვის დროს.

•  დონორული სისხლის ყოველი ერთეულიდან მზადდება 3 კომპონენტი - ერითროციტული მასა, პლაზმა და თრომბოციტული მასა, რაც ნიშნავს, რომ ერთი დონორის სისხლი შეიძლება გამოყენებული იქნას 3 სხვადასხვა პაციენტისათვის.

• ერთჯერადად ჩაბარებული სისხლით შეიძლება იხსნათ სამი ადამიანის სიცოცხლე.

• სისხლი და სისხლის პროდუქტები მუდმივად ჭირდებათ უმძიმეს პაციენტებს, მათ შორის ბავშვებს.

• სისხლის პროდუქტები ყოველთვის დეფიციტია და სისხლის ჩაბარება არასოდეს არის უსარგებლო ან ზედმეტი გარჯა.

• სისხლის და სისხლის პროდუქტების შემცვლელი ხელოვნური ხსნარები არ არსებობს.

• სისხლის პროდუქტების მიღების ერთადერთი გზა არის სისხლის ჩაბარება.

• სისხლის უანგარო დონაცია კონფიდენციალური პროცესია და დონორის ანონიმურობა დაცულია.

• დონორის სისხლის გამოკვლევა ხდება ინფექციებზე, მათ შორის ჰეპატიტებზე და შიდსის ვირუსზე.

• სისხლის დონაციისას იხმარება მხოლოდ ერთჯერადი მასალა და დონორი დაცულია ინფიცირებისაგან. 

 

• იცით, რომ სისხლის ვარგისიანობის მაქსიმალური ვადაა 42 დღე?

• თრომბოციტები ინახება მხოლოდ 5 დღე.

•  ეს იმას ნიშნავს, რომ სისხლის ბანკებს ყოველდღიურად ესაჭიროებათ ჯანმრთელი დონორების გარკვეული რაოდენობა.

 

 

გახდი დონორი, გიღე სისხლი, გაუზიარე სიცოცხლე!

 

დარეკეთ ცხელ ხაზზე: 15-05 ან 255-39-39; ეწვიეთ: www.ncdc.donori.gehttps://www.facebook.com/gaxdidonori