პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი

2016 წლის 15 ივნისს 17:00 საათზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართება სისხლის დონორის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია.

პრესკონფერენციას დაესწრებიან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები და ქ.თბილისის და ქ.რუსთავის მერიის წარმომადგენლები. ასევე, სისხლის უანგარო, რეგულარული დონორები და ის სამთავრობო და არასამთვრობო ორგანიზაციები, კერძო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი სისხლის უანგარო, რეგულარული დონორობის მხარდამჭერ კამპანიაში. 

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 14 ივნისს, ყოველწლიურად, აღინიშნება სისხლის დონორთა მსოფლიო დღე. ამ დღეს საქართველოც უერთდება. 2016 წლის კამპანიის თემაა 

სისხლი ყველას გვაერთანებს 

და მისი მიზანია მადლიერების გამოხატვა იმ უანგარო დონორების მიმართ, რომლებიც ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად ნებაყოფლობითა და უანგაროდ გასცემს სისხლს. ამ დღის აღნიშვნა ასევე  მიზნად ისახავს უანგარო, რეგულარული დონორობის მნიშვნელობის ხაზგასმას და მოუწოდებს  ადამიანებს გახდნენ სისხლის უანგარო, რეგულარული დონორები. 

2011 წლის ივნისიდან „უსაფრთხო სისხლის“ სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელია სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.სახელმწიფო პროგრამის მიზანია ტრანსფუზიით გადამდები ინფექციების პრევენცია, სისხლის კომპონენტების თანაბარი სტანდარტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოს მასშტაბით და ფასიანი დონორობის ინსტიტუტის ეტაპობრივი ჩანაცვლება უანგარო, რეგულარული დონორობის სისტემით.

პროგრამით გათვლისწინებული მომსახურება მოიცავს დონორული სისხლის კვლევას B და C ჰეპატიტებზე, აივ ინფექცია/შიდსა და ათაშანგზე; ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფას; უანგარო დონორების მხარდაჭერის და მოზიდვის კამპანიას; დონორთა ერთიანი ბაზის ფუნქციონირების ხელშეწყობას. 2016 წლის უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობს 12 სისხლის ბანკი. 2015 წელს სისხლის ბანკებში განხორციელდა 68,398 დონაცია, მათ შორის 25% - უანგარო დონაცია, 15% - ნათესავი, 60% - ფასიანი დონაცია. 2011 წლიდან დღემდე უანგარო დონაციათა რაოდენობა 3-5%-დან 25%-მდე გაიზარდა.

დონორებსა და წარმატებულ ორგანიზაციებს სისხლის უსაფრთხოებისა და უანგარო დონორობის რეგულარული მხარდაჭერისათვის ღონისძიებაზე გადაეცემათ სპეციალური სიგელი.

თქვენც შემოგვიერთდით 

გაიღე სისხლი, გადაურჩინე სიცოცხლე! 

 

ღონისიძება გაიმართება საკონფერენციო დარბაზში ( II სართული).

ვებ გვერდიwww.ncdc.geფეისბუქი: https://www.facebook.com/ncdcgeorgia?ref=hl

 

მისამართი: თბილისი, მ ასათიანის ქ. 9

საკონტაქტო პირებინინო მამუკაშვილი 595 95 61 03, ამბროსი კეკელიძე 599 94 64 31