ტრენინგი - კრიზისების მართვისა და რისკის კომუნიკაციის საკითხები

2016 წლის 15-17 ივნისს აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ორგანიზებით ჩატარდა სწავლება კრიზისების მართვისა და რისკის კომუნიკაციის საკითხებზე (CERC).

სასწავლო კურსის განმავლობაში მოხდა კრიზისების მართვის პრინციპების გაცნობა, კომუნიკაციისა და რისკის აღქმის განსხვავების დანახვა კრიზისის დროს, საკომუნიკაციო გეგმის მნიშვნელობის განხილვა, მედიის როლის და მათთან კომუნიკაციის მნიშვნელობის განსაზღვრა, კრიზისის დროს სოციალური და მობილური მედიით სარგებლობა.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა სამინისტროებისა და შესაბამისი დაწესებულებების წარმომადგენლები, რამაც თავის მხრივ ხელს შეუწყო მულტისექტორულ კოორდინაციას და კრიზისების მართვასთან დაკავშირებული კომუნიკაციის გაუმჯობესებას.

 

იხილეთ ფოტოალბომი