ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 22.06.2016

2016 წლის 22-23 ივნისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ჩატარდა პროექტის „საკანონმდებლო და სამოქმედო ჩარჩოს შემუშავება საშიშ ქიმიურ ნივთიერებებზე ინფორმაციის შეგროვებისა და გაზიარების მიზნით საქართველოში“ ფარგლებში ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. 

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელი პირები, გერმანიის გარემოს დაცვის ფედერალური სააგენტოს ეკოტოქსიკოლოგი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გარემოს და ჯანმრთელობის ბონის ოფისის ქიმიური უსაფრთხოების ტექნიკური ოფიცერი.

პროექტის პირველ ეტაპზე შეგროვდა მონაცემები და მოხდა პრობლემების იდენტიფიცირება საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და გაზიარებისათვის.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ექსპერტთა მიერ საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ შეგროვებული ინფორმაციის გაანალიზება, კერძოდ:

• საერთაშორისო ექსპერტთა ჩართულობით მომზადდება მიმოხილვა ქიმიური ნივთიერებების ინვენტარიზაციის არსებული პრაქტიკის და მოხდება მისი გამოყენების შესაძლებლობის შეფასება საქართელოში

• შემუშავდება ქიმიური ნივთიერებების რეგისტრაცია/ინვენტარიზაციის მოდელი (ვებ-გვერდი შემუშავებაში მონაწილეთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით)

ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში საშიში ქიმიური ნივთიერებების თაობაზე ინფორმაციით უზრუნველყოფა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია შესაბამისი საკანონმდებლო და სამოქმედო ჩარჩო ინფორმაციის შესაგროვებლად და გასაზიარებლად. აღნიშნული მოდელი საჯარო უწყებებისა და სამრეწველო სფეროს წარმომადგენელთა ტრეინინგის საშუალებით შესაძლებელს შექმნის შემოწმდეს რეესტრის სარგებლიანობა, მონაცემებისადმი წვდომა და სხვა მონაცემთა ბაზებთან კონკურენტუნარიანობა.

პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში საშიშ ქიმიური ნივთიერებების სათანადო მართვის, „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის 2015-2019 წლების სამოქმედო გეგმის მოთხოვნების შესრულებას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკის განსაზღვრას ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საშიში ქიმიური ნივთიერებების მავნე ზემოქმედების პრევენციას.

 

იხილეთ ფოტოალბომი