ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების (2005), მე-7 დანართის (ყვითელი ცხელება) ცვლილება/შესწორება:

ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინით დაცვა და შესაბამის ვაქცინაციასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების სერტიფიკატის ვალიდურობა აცრილ პირს უხანგრძლივდება/უნარჩუნდება მთელი სიცოცხლის მანძილზე.

ყვითელი ცხელება წარმოადგენს ერთადერთ დაავადებას, რომელის წინააღმდეგ ვაქცინაცია, ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების (2005) მიხედვით, შესაძლოა წარმოადგენს მოგზაურთათვის ქვეყანაში შესვლის პირობას. ჩამომსვლელთათვის ვაქცინაციის მოწმობის არ ქონის შემთხვევაში შესაძლოა გაჩნდეს გარკვეული ზომების მიღების აუცილებლობა.

2014 წლის მაისის თვეში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მრჩეველთა სტრატეგიული ჯგუფის რეკომენდაციაზე დაყრდნობით, რეგულაციების მე-7 დანართის განახლებისათვის, ჯანმრთელობის მსოფლიო 67-ე ასამბლეამ მიიღო WHA67.13 რეზოლუცია, რომელიც ეხება ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინაციით დაცვას სიცოცხლის მანძილზე. ჯსწ-ის (2005) მე-7-ე დანართის ცვლილება ძალაში შედის და ხდება სავალდებულო ჯსწ-ის ყველა წევრი ქვეყნისათვის, 2016 წლის 11 ივლისიდან.

საერთაშორისო მოგზაურობასთან დაკავშირებით, მე-7 დანართის შესწორება ცვლის ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინაციის საერთაშორისო მოწმობის ვალიდურობის პერიოდს და ვაქცინირებული პირის (მოგზაურის) ვაქცინით დაცვის ხანგრძლივობას ჯსწ-ის (2005) მიხედვით 10 წლის ვადიდან მთელი სიცოცხლის მანძილზე.

შესაბამისად, 2016 წლის 11 ივლისიდან, არსებული და ახალი სერტიფიკატებისათვის რევაქცინაცია და ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზა, მოწმობის გაცემის თარიღის მიუხედავად, არ უნდა წარმოადგენდეს პირობას წევრ ქვეყანაში შესვლისათვის.

ამ მოწმობის უვადო ვალიდურობა ავტომატურად ვრცელდება როგორც 2016 წლის 11 ივლისიდან გაცემულ, ისევე ამ ვადამდე გაცემულ სერტიფიკატებზე.