პრემიერ-მინისტრის ვიზიტი რიჩარდ გ. ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში

2014 წლის პირველ ოქტომბერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან და აშშ-ის ელჩ რიჩარდ ნორლანდთან ერთად „რიჩარდ გ.ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრს“ ესტუმრა. მთავრობის მეთაურს ცენტრის საქმინობის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მიაწოდეს.

2014 წლის 26 სექტემბერს ვაშინგტონში, თეთრ სახლში შედგა გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების სამიტი, რომელსაც უძღვებოდა აშშ-ის პოლიტიკური ხელმძღვანელობა. სამიტზე საქართველო ამ თვალსაზრისით სამაგალითო საერთაშორისო პარტნიორად დასახელდა. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჰეიგელმა ლუგარის ლაბორატორია ბიოუსაფრთხოებისა და სამეცნიერო კვლევების თვალსაზრისით რეგიონული მნიშვნელობის დაწესებულებად და ამერიკულ-ქართული თანამშრომლობის მაგალითად მოიხსენია.

„რიჩარდ გ.ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი“ მე-3 დონის ლაბორატორიის (BSL-3) მქონე ერთადერთი დაწესებულებაა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.

გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების პროგრამის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაავადებათა აღმოჩენისა და გამოვლენის მიმართულებით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა