ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის განხოციელებისადმი მიძღვნილი შეხვედრა საქართველოს პარლამენტში

თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის განხოციელებისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის განხოციელებისადმი მიძღვნილი შეხვედრა საქართველოს პარლამენტში

29 სექტემბერს, 15:30 საათზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტში გაიმართა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში გაიმართა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ექსპერტებთან შეხვედრა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.

 

შეხვედრაზე განხილული იქნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის აღსრულებისთვის საჭირო პრიორიტეტების განსაზღვრის საკითხი, ევროპის რეგიონის ქვეყნების წარმატებულ მაგალითებზე დაყრდნობით.

 

შეხვედრა-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის თამბაქოს კონტროლის მენეჯერმა, ქრისტინა მაუერ-სტენდერმა და გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის დეპარტამენტის თამბაქოს კონტროლის მენეჯერმა, ენდრიუ ბლექი.

 

გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების წევრებთან, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის მონაწილეობით.