ებოლას ვირუსი - ეპიდსიტუაცია მსოფლიოში

ებოლას ვირუსი - ეპიდსიტუაცია მსოფლიოში

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური მონაცემებით 23 მარტიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით დაფიქსირებულია ებოლას 7470 შემთხვევა (3834 ლიბერიაში, 2437 სიერა ლეონეში, 1199 გვინეაში, 20 ნიგერიაში, 1 სენეგალში, 1 ამერიკის შეერთებულ შტატებში და 1 ესპანეთში), აქედან 3431 სასიკვდილო (2069 გარდაცვლილი ლიბერიაში, 623 სიერა ლეონეში, 739 გვინეაში, 8 ნიგერიაში, სენეგალში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ესპანეთში არცერთი). დღემდე დაავადევულ იქნა 382 მედიცინის მუშაკი, აქედან 216 გარდაიცვალა (94 ლიბერიაში, 82 სიერა ლეონეში, 35 გვინეაში, 5 ნიგერიაში).

http://apps.who.int/iris/bitstream/10665/135765/1/roadmapupdate3oct14_eng.pdf?ua=1

 

რა ვიცით ადამიანებში ებოლას ტრანსმისიის შესახებ

ებოლა გადადის ადამიანებში ახლო და პირდაპირი კონტაქტით სხეულის სითხეებთან, განსაკუთრებით სისხლით, ფეკალიებით და ღებინებით.

ებოლა ასევე შეინიშნება ძუძუს რძეში, შარდში და სპერმაში. გამოჯანმრთელებულ მამაკაცის სპერმაში ვირუსი შეიძლება შენარჩუნდეს სულ ცოტა 70 დღის განმავლობაში.

ნერწყვი და ცრემლი ასევე შეიძლება იყოს ინფექციის მატარებელი.

ებოლას ტრანსმისია ასევე შესაძლოა მოხდეს არაპირდაპირი გზით - კონტამინირებული საგნების შეხებით. ასეთი ტრანსმისიის რისკი ნაკლებია და შესაძლებელია კიდევ უფრო შემცირდეს სათანადო დასუფთავებისა და დეზინფექციის პროცედურებით.

 

ებოლა არ არის ჰაერით გადამდები ვირუსი

ებოლა არ არის ჰაერით გადამდები ვირუსი. ეს უკანასკნელი გულისხმობს ადამიანებში ვირუსის ინფექციური დოზის ჩასუნთქვას. ტრანსმისიის ეს სახე ებოლაში არ აღინიშნება უკვე რამდენიმე ათეული წელია.

დაკვირვება გვაჩვენებს, რომ ვირუსის გავრცელების შემთხვევები დახველებით და დაცემინებით იშვიათია, თუ საერთოდ მომხდარა.

ებოლას ეპიდაფეთქების კვლევები გვიჩვენებს რომ ებოლათი დაინფიცირების ყველა შემთხვევა იყო პირდაპირი კონტაქტით სიმპტომატურ პაციენტთან.

 

არ არსებობს ვირუსული დაავადების ტრანსმისიის სახის ცვლილების შემთხვევა

მეცნიერები არ იცნობენ შემთხვევას, როდესაც ვირუსი რადიკალურად იცვლის ტრანსმისიის სახეს. მაგალითად H5N1 ფრინველის გრიპი, რამაც ადამიანების გარკვეული რაოდენობა შეიწირა, არის ენდემური ქათმებსა და იხვებში აზიის უდიდეს ნაწილში. მისი ტრანსმისიის სახე რჩება უცვლელი. სპეკულაციები იმის თაობაზე რომ ებოლას ვირუსულმა დაავადებამ შესაძლოა მუტაცია განიცადოს და ჰაერით გავრცელდეს ადამიანებში არის მხოლოდ სპეკულაცია და ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული.

http://who.int/mediacentre/news/ebola/06-october-2014/en/