კონფერენცია - ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 01.07.2016

2016 წლის 1 ივლისს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ჩატარდა კონფერენცია თემაზე

ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია

კონფერენციაზე განხილულ იქნა ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვის პერსპექტივა საქართველოში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პოზიცია ქვეყნების ეროვნულ კალენდარში აპვ ვაქცინის დანერგვასთან მიმართებაში, ვაქცინების ტიპები და მახასიათებლები, აცრის შემდგომი რეაქციები, სხვადსხვა ქვეყნების აცრების კალენდარი, გავის შემოთავაზება ქვეყნებისათვის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ბიუროს წარმომადგენელმა ლიუდმილა მოსინამ. ასევე, გაიმართა დისკუსია.

 

იხილეთ ფოტოალბომი