დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განმარტება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი საქართველოს მაშტაბით მუდმივად ახორციელებს ენტომოლოგიურ მონიტორინგს. მიმდინარე მონიტორინგითა და საარქივო მონაცემებით, კუს ტბის მიდამოებში მალარიის გადამტანი კოღო ანოფელესი გამოვლენილი არ არის. კუს ტბის მიდამოებში ასევე არ გვხვდება დენგეს, ზიკას და ჩიკუნგუნიას ვირუსის გადამტანი კოღოები.
 
გამბუზია (ლათ. Gambusia affinis) — თევზი კობრისკბილასნაირთა რიგის პეცილიისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 3,5-7,5 სმ. წლის ცხელ პერიოდში იძლევა 6 თაობას დაახლოებით თითო თვის შუალედით. თითო ნაყარში 15-100 ან მეტი რაოდენობის ლიფსიტაა. გამბუზია ბინადრობს პატარა, დამდგარ წყალსატევებში. იკვებება კოღოს მატლებითა და ჭუპრებით, მცირე ზომის წყლის ცხოველებით, სხვა თევზების ქვირითითა და საკუთარი ლიფსიტებითაც კი. მისი სამშობლოა ჩრდილოეთ ამერიკა. ცოცხალმშობიარე თევზია. ის მალარიის წყალში მყოფი მატლების ბიოლოგიური მტერია. განსაკუთრებით აქტიურად იკვებება მალარიის გადამტანი კოღოს, ანოფელესის მატლებით. საქართველოში, ექიმ ნ. რუხაძის მიერ, სპეციალურად იქნა შემოყვანილი იტალიიდან 1925 წელს - მალარიოგენულ წყალსატევებში კოღოს მატლების გასანადგურებლად. მე-20 საუკუნის ოციანი წლების ბოლოს გამბუზია მალარიის ჭუპრების გასანადგურებლად გაყვანილ და გაშვებულ იქნა იქნა აზერბეიჯანის მალარიოგენულ წყალსატევებშიც. როგორც ყოფილი სსრკ მასშტაბით, ასევე ევროპის ქვეყნებშიც ეფექტურად გამოიყენებოდა მალარიის საწინააღმდეგო კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში კოღოს საწინააღმდეგო ბიოლოგიური იარაღის სახით. საქართველოში, ჯერ კიდევ გასული საუკუნის პირველ ნახევარში მალარიის ელიმინაციის პროცესში ამ თევზმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. გამბუზია ძალიან კარგად შეეგუა საქართველოს ბუნებას და გავრცელებულია პრაქტიკულად ყველგან, სადაც წყალსატევები ზამთარში არ იყინება. ადამინისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს.
 
კუს ტბა (ქორქის ტბა)ტბა თბილისში, მთაწმინდის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 686,7 -ზე. ზედაპირის ფართობი 0,034 კმ2, აუზის ფართობი 0,4 კმ2, უდიდესი სიღრმე 2,6 მ, საშუალო სიღრმე 1,7 მ. ტბის სიგრძე დაახლოებით 180 მ-ია, ხოლო სიგანე 50 მ. მოთავსებულია მცირე ტაფობში.