საინფორმაციო სემინარი Novartis ბიოსამედიცინო კვლევის ინსტიტუტის (NIBR) წარმომადგენლებთან 05.06.2016

2016 წლის 5 ივლისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა - სემინარი ნოვარტის (Novartis) ბიოსამედიცინო კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები და სამედიცინო დაწესებულებების წარმმომადგენლები.

NIBR - Novartis Institute of Biomedical Research არის გლობალური ფარმაცევტული კომპანია Novartis Pharma AG (Basel, შვეიცარია).

NIBR ორიენტირებულია ახალი მკურნალობის მეთოდების და სამედიცინო სამკურნალო პრეპარატების აღმოჩენაზე და ამ მიმართულებით სამეცნიერო კვლევების განვითარებაზე.

საქართველოში NIBR დელეგაციის ვიზიტის მიზანია სამომავლო თანამშრომლობისათვის ადგილობრივი სამეცნიერო და კლინიკური შესაძლებლობების შესწავლა და გამოცდილების გაზიარება.

 

იხილეთ ფოტოალბომი