ზიკა ვირუსი და რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშები

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და პან-ამერიკული ჯანმრთელობის ორგანიზაცია აცნობიერებს,  რომ ათლეტები და ვიზიტორები, რომლებიც აპირებენ მონაწილეობა მიიღონ და დაესწრონ 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებს, (5 აგვისტოდან 18 სექტემბრის ჩათვლით) საჭიროებენ მეტ ინფორმაციას ზიკა ვირუსთან დაკავშირებული რისკებისა და მისგან დაცვის საშუალებებზე.

ბრაზილია არის ერთერთი იმ 65 ქვეყანას შორის, სადაც ფიქსირდება ზიკა ვირუსის გავრცელება კოღოს მეშვეობიოთ. კოღო არის ვირუსის პირველადი ვექტორი, თუმცა ზიკა ვირუსით ინფიცირებულ ადამიანს შეუძლია მოახდინოს ვირუსის გავრცელება დაუცველი სქესობრივი კონტაქტით.

ზიკა ვირუსი ძირითადად ხასიათდება საშუალო სიმძიმის სიმპტომატიკით (1), ზოგიერთ ადამიანს კი საერთოდ არ უვითარდება დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.

არსებობს მეცნიერული მოსაზრება, რომ ზიკა ვირუსი წარმოადგენს მიკროცეფალიების (ახალშობილები უჩვეულოდ პატარა ზომის თავით) და თავის ტვინის სხვა მალფორმაციების, დეფექტების მიზეზს იმ ქალების ახალშობილებში, რომლებიც ორსულობის დროს ინფიცირებულნი იყვნენ ზიკა ვირუსით და ასევე გიენ ბარეს სინდრომის (იშვიათი მაგრამ, სერიოზული ნევროლოგიური დარღვევა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს დამბლა და სიკვდილი) მიზეზი.

ათლეტებმა და ვიზიტორებმა, რიო- დე-ჟანეიროსა და სხვა ტერიტორიებზე, სადაც გავრცელებულია ზიკა ვირუსი, სასურველია: 

  • მისდიონ სამოგზაურო რეკომენდაციებს (2), რომელიც მოწოდებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ქვეყნის ჯანდაცვის პასუხისმგებელი უწყებების მიერ; მოგზაურობამდე გაიარონ კონსულტაცია ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებლებთან.
  • რამდენადაც შესაძლებელია დღის განმავლობაში დაიცვან თავი კოღოს კბენისგან რეპელენტებით და ღია ფერის სამოსით, რომელიც უნდა ფარავდეს სხეულის უმეტეს ნაწილს.
  • მისდიონ უსაფრთხო სექსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს (გამოიყენონ კონდომები სწორად და ყოველთვის) ან თავი აარიდონ სქესობრივ კონტაქტს დაბრუნებიდან 8 კვირის განმავლობაში.
  • მამაკაცებს, რომელთაც გამოუვლინდებათ ზიკა ვირუსის სიმპტომები, მოგზაურობისას ან დაბრუნების შემდგომ აუცილებლად უნდა მისდიონ უსაფრთხო სექსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს ან თავი აარიდონ სქესობრივ კონტაქტს 6 თვის განმავლობაში.
  • წყვილმა ან ქალმა, რომელიც გეგმავს ორსულობას, ბრაზილიიდან დაბრუნების შემდგომ  8 კვირის განმავლობაში თავი უნდაა აარიდოს დაორსულებას . იმ შემთხვევაში თუ მამაკაც პარტნიორს გამოუვლინდება სიმპტომები დაორსულებისგან თავის არიდება უნდა მოხდეს 6 თვის განმავლობაში.
  • მოგზაურები ბრაზილიიდან დაბრუნების შემდგომ, ოთხი კვირის განმავლობაში არ უნდა გახდნენ სისიხლის დონორები, ზიკა ვირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით.

შესაძლებელია ყველა მოგზაურმა, რომელიც დაბრუნდება თამაშებიდან სამი კვირის განმავლობაში გამოიყენოს რეპელენტები, რათა თავიდან აირიდონ კოღოს კბენა და აქედან გამომდინარე შემდგომში სხვა ადამიანების ინფიცირება .

  • საცხოვრებლად აირჩიონ კონდიცირების მქონე შენობები (გრილი ჰაერის შესანარჩუნებლად, კარ-ფაჯრები ძირითადად უნდა იყოს დახურული და კოღოს არ ექნება შეღწევის საშუალება)
  • მოერიდონ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არსებულ და ზედმეტად ხალხმრავალი ადგილების სტუმრობას, სადაც  არის ანტისანიტარია და არ არის წყალმომარაგება, ადგილებს სადაც კოღოსგან დაკბენის რისკი მაღალია.
  • ორსულებმა თავი უნდა აარიდონ იმ ადგილებში მოგზაურობას, სადაც გავრცელებულია ზიკა ვირუსი. გავრცელების არეალი მოიცავს რიო-დე-ჟანეიროსაც. ორსულების სქესობრივმა პარტნიორებმა, ვირუსის ცირკულაციის მქონე ქვეყნებიდან დაბრუნების შემდეგ, უნდა მისდიონ უსაფრთხო სექსს, ან თავი აარიდონ ორსულობის დასრულებამდე (3).

ოლიმპიური თამაშები ბრაზილიაში გაიმართება ზამთრის პერიოდში, როდესაც აქტიური კოღოების რაოდენობა მცირეა, აქედან გამომდინარე, კოღოსგან დაკბენის რისკიც დაბალია.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და პან-ამერიკული ჯანმრთელობის ორგანიზაცია, ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის ფარგლებში, აძლევს რჩევას ბრაზილიის მთავრობას, ოლიმპიურ კომიტეტსა და რიოს ოლიმპიური თამაშები 2016 ადილობრივ ორგანიზაციულ კომიტეტს, იმ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობისას, ათლეტებისა და ვიზიტორების ზიკა ვირუსით დაინფიცირების რისკების შემცირებას. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევა ფოკუსირდება Aedes  სახეობის კოღოს პოპულაციის შემცირების ღონისძიებებზე, რომელიც წარმოადგენს  ჩიკუნგუნიას, დენგეს, ყვითელი ცხელების და ზიკას გადამტანს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და პან-ამერიკული ჯანმრთელობის ორგანიზაცია აგრძელებენ ზიკა ვირუსის გავრცელების და რისკის მონიტორინგს ბრაზილიაში და სხვა დაზარალებულ არეალებში.

 

(1) სიმპტომატიკა მოიცავს ცხელებას, გამონაყარს კანზე, კონიუნქტივიტს, კუნთებისა და სახსრების ტკივილს, ზოგად სისუსტეს და თავის ტკივილს. 

(2)ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სამოგზაურო რეკომენდაციები, http://www.who.int/csr/disease/zika/information-for-travelers/en

(3)  სქესობრივი გზით გადაცემის პრევენცია http://www.who.int/csr/resources/publications/zika/sexual-transmission-prevention/en/

ზიკა ვირუსისა და გართულებების შესახებ მეტი ინფორმაციისათვის, იხილეთ http://who.int/emergencies/zika-virus/en/