ადვოკატირება იმუნიზაციის პროგრამის მდგრადობის უზრუნველსაყოფად

საქართველოს პარლამენტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და ფინანსთა სამინისტროების და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, ესწრებიან საბინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის სამუშაო შეხვედრას თემაზე - ,,იმუნიზაციის მდგრადი დაფინანსება". საქართველოსთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ 19 ქვეყნის მაღალი დონის წარმომადგენელი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პრეზენტაცია გააკეთა მონაწილეთა წინაშე, საქართველოში დამკვიდრებული კარგი პრაქტიკის - ,,ადვოკატირება იმუნიზაციის პროგრამის მდგრადობის უზრუნველსაყოფად" შესახებ. ასევე საქართველოს დელეგატებმა მონაწილეობა მიიღეს სამუშაო პანელში, პოსტერ პრეზენტაციებში რომლის დროსაც წარმატებული პრაქტიკის მქონე ქვეყნები (მათ შორის საქართველო) სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს უზიარებდნენ გამოცდილებას ადვოკატირების მიმამრთულებით გადადგმული ნაბიჯების თაობაზე".

იხილეთ ფოტოალბომი