ეპიდზედამხედველობის რეგიონული სამუშაო ჯგუფის აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრა ბაქოში 20.07.2016

ტრანს–სასაზღვრო თანამშრომლობა (CBC) არის ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მომუშავე ოფიციალური პირების თანამშრომლობის ასამბლეა ორი ან მეტი მეზობელი ქვეყნიდან, რომელთა ერების ორმხრივი სურვილია ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, რაც უკავშირდება დაავადების გამოკვლევას, გამოვლენასა და გავრცელებას. ინფორმაციის  გაცვლისა და შემდგომი დიალოგის მეშვეობით ამ ერთა წარმომადგენლები მუშაობენ შესაბამის ქვეყანაში და შესაბამისად მთლიან რეგიონში  დაავადების კვლევის ეფექტურობის გაზრდაზე. ტრანს–სასაზღვრო თანამშრომლობა წარმოადგენს ელექტრონული ინტეგრირებული დაავადების კვლევის სისტემის (EIDSS) წარმატებით განხორციელების შედეგს აზერბაიჯანსა და საქართველოში. გარკვეული დროის მანძილზე აზერბაიჯანისა და საქართველოს სურვილი, ეთანამშრომლათ EIDSS განვითარების შესახებ ინფორმაციის გაცვლის საკითხში, გადაიზარდა დაავადების კვლევის უფრო ფართო ფორუმში, რომელსაც დღეს ეწოდება ტრანს–სასაზღვრო თანამშრომლობა (CBC).

ტრანს–სასაზღვრო თანამშრომლობის (CBC) მიზანია დაავადების კვლევის უნარის გაუმჯობესება მოცემული ქვეყნის და რეგიონის მასშტაბით. ამის განხორციელებისთვის ტრანს–სასაზღვრო თანამშრომლობა (CBC) ცდილობს შემოიღოს მდგრადი, პერიოდული (მაგ. ყოველკვარტალური) ფორუმი, რომლის ფარგლებშიც მეზობელ ქვეყნებს ეძლევა საშუალება გაუზიარონ ინფორმაცია, ეროვნულ და რეგიონულ ბიოლოგიური კვლევის საქმიანობებთან დაკავშირებით, მათ შორის დაავადების გამოვლენა, ლაბორატორიული დიაგნოსტირება, ეპიდემიოლოგიური ანალიზი, დაავადების შესახებ ანგარიშის მიწოდება, სექტორებს შორისი კომუნიკაცია და თანამშრომლობა. დღეისთვის მხოლოდ საქართველო–აზერბაიჯანი არის ჩართული რეგულარულ ტრანს–სასაზღვრო თანამშრომლობაში (CBC), ასევე ყაზახეთი–უზბეკეთი არიან ტრანს–სასაზღვრო თანამშრომლობის (CBC) განხორციელების საწყის ეტაპზე. ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მომუშავე სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც წარმოადგენენ თანამშრომლობაში ჩართულ სახელმწიფოებს, არის საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (GG NCDC&PH), საქართველოს საკვების ეროვნული სააგენტო (GG NFA), საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია (GG LMA), აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრო (AJ MoH), აზერბაიჯანის სახელმწიფო ვეტერინარული კონტროლის სამსახური (AJ SVCS), ყაზახეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის კომიტეტი (KZ CCRP), უზბეკეთის ჯანდაცვის სამინისტრო (UZ MoH) და უზბეკეთის სოფლის მეურნეობისა და წყლის რესურსების სამინისტრო (MAWR).

როგორც წესი, ტრანს–სასაზღვრო თანამშრომლობა (CBC) ხორციელდება სხვადასხვა ადგილზე თანამშრომლობაში ჩართულ ქვეყნებში შეთანხმებული განრიგის მიხედვით (მაგ: პირველი კვარტლის შეხვედრა: კახი, აზერბაიჯანი; მე–2 კვარტის შეხვედრა: კახეთი, საქართველო; და ა.შ.). სულ ახლახანს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის შეხვედრა გაიმართა კახეთში, საქართველოში 2016 წლის 24 ივნისს. მანამდე შეხვედრა შედგა 2015 წლის 27-28 ივლისს კახში, აზერბაიჯანში. მომდევნო შეხვედრა დაგეგმილია 2016 წლის ნოემბერში, აზერბაიჯანში.  

 

იხილეთ ფოტოალბომი