ფტიზიატრებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის ეპიდემიოლოგთა ერთობლივი შეხვედრა 25.07.2016

2016 წლის 25 ივლისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ჩატარდა ფტიზიატრებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის ეპიდემიოლოგთა ერთობლივი შეხვედრა, რომლის მიზანი იყო სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული ვალდებულებების გადახედვა, მსჯელობა არსებულ სირთულეებსა და ხარვეზებზე და უწყებათაშორისი ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება. შეხვედრას დაესწრნენ აღმოსავლეთ საქართველოს რაიონების ფტიზიატრები და სჯც ეპიდემიოლოგები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი ტუბერკულოზის მართვის პროგრამაში, ასევე დკსჯეც-ის რეგიონული ლაბორატორიის ხელმძღვანელები და ტუბერკულოზის რეგიონული კოორდინატორები.

იგივე შინაარსის შეხვედრა იგეგმება დასავლეთ საქართველოში.