დასკვნითი შეხვედრა - ხელშემწყობი გარემოს შექმნა თამბაქოს ეფექტური საგადასახადო პოლიტიკის შემუშავებისა და დანერგვისათვის საქართველოში 29.07.2016

201წლის 29 ივლისს სასტუმრო „თბილისი რუმსიში“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა პროექტის დასკვნითი შეხვედრა 

           ხელშემწყობი გარემოს შექმნა თამბაქოს ეფექტური საგადასახადო პოლიტიკის შემუშავებისა და დანერგვისათვის საქართველოში

შეხვედრას დაესწრნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები. პარლამენტის, თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის წევრი უწყებების, სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრის დროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი წარმოადგენს პროექტის ფარგლებში შემუშავებულ დოკუმენტს თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრის პოლიტიკა; შემდეგ კი მოხდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს მიერ დოკუმენტის ოფიციალური გადაცემა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის.   

პროექტი ხორციელდება „ბლუმბერგ ფილანტროპის“ დაფინანსებითა და ფილტვის მსოფლიო ფონდისა და ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კავშირის ტექნიკური დახმარებით; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და ფინანსთა სამინისტროებთან, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა დაცვის კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით.

თამბაქოს  ნაწარმის  დაბეგვრის  პოლიტიკის დოკუმენტი მომზადებულია პროექტის ექსპერტებისა და სამუშაო ჯგუფის წევრების მიერ - თამბაქოს ნაწარმზე გადასახადების ზრდის, ფასზე და შემოსავლებზე მისი გავლენის, რისკებისა და შესაბამისი ზომების მიღებაზე ფოკუსირებით. შემოთავაზებული დოკუმენტის უმთავრესი მიზანია თამბაქოს მოხმარების შემცირება გადასახადების გაზრდის გზით, რომელიც შეამცირებს თამბაქოთი გამოწვეული სიკვდილიანობის დონეს ქვეყანაში და ამავდროულად გაზრდის საბიუჯეტო შემოსავლებს. დოკუმენტი მოიცავს ქვეყნის სიტუაციურ ანალიზის თამბაქოს მოხმარების მიმართულებით, თამბაქოს ნაწარმზე საგადასახადო პოლიტიკის საკანონმდებლო ბაზის მიმოხილვას, საერთაშორისო ვალდებულებებს, თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრის პოლიტიკის სხვადასხვა მოდელებს და მათ შედეგებს - გავლენას თამბაქოს მოხმარებაზე, ფისკალური ეფექტებსა და გამოწვევებზე და ა.შ.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია. 

 

იხილეთ ფოტოალბომი

 

პროექტი „ხელშემწყობი გარემოს შექმნა თამბაქოს ეფექტური საგადასახადო პოლიტიკის შემუშავებისა და დანერგვისათვის საქართველოში“