მაიკლ ბლუმბერგი გახდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) გლობალური ელჩი არაგადამდები დაავადებების საკითხში

2016 წლის 17 აგვისტოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაიკლ ბლუმბერგი, ფილანტროპი და ყოფილი სამგზის ნიუ იორკის მერი, არაგადამდები დაავადებების საკითხში გლობალურ ელჩად დასახელდა.

არაგადამდები დაავადებები (მათ შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ინსულტი, კიბო, დიაბეტი და ქრონიკული რესპირატორული დაავადებები) და ტრამვები იწვევენ ყოველწლიურად 43 მილიონი ადამიანის სიკვდილს - რაც შეადგენს მსოფლიოში ყოველწლიურად დაღუპული ადამიანების თითქმის 80%-ს. ყოველწლიურად 16 მილიონი ადამიანი იღუპება არაგადამდები დაავადების მიზეზით 70 წლის ასაკამდე. ავტო-საგზაო შემთხვევები იწვევს 1.25 მილიონი ადამიანის სიკვდილს ყოველწლიურად და 15-29 წლის ახალგაზრდებში სიკვდილობის წამყვან მიზეზად ითვლება. არაგადამდები დაავადებებით და ტრავმით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილის და არაქმედითუნარიანობის დიდი წილის თავიდან აცილება შესაძლებელია მტკიცებულებებზე დაფუძნებული, ხარჯეფექტური ღონისძიებების განხორციელებით.

უკანასკნელი დეკადის მანძილზე მაიკლ ბლუმბერგი მუშაობდა ჯანმო-თან ერთად თამბაქოს კონტროლისა და ტრავმის პრევენციის საკითხებზე.

„მაიკლ ბლუმბერგი ძალიან ძვირფასი პარტნიორია და მას ჯანმო-თვის მხარდაჭერის აღმოჩენის დიდი ხნის ისტორია აქვს თამბაქოს კონტროლის, ჯანმრთელობის სტატისტიკის გაუმჯობესების, საგზაო უსაფრთხოების და დახრჩობის პრევენციის საკითხებში.“ - ამბობს ჯანმო-ს გენერალური დირექტორი ქ-ნი მარგარეტ ჩანი. „გამომდინარე აქედან, მე სრულიად აღფრთოვანებული ვარ იმ ფაქტით, რომ შემიძლია იგი დავნიშნო არაგადამდები დაავადებების საკითხში გლობალურ ელჩად. ეს მოგვცემს საშუალებას ერთობლივად გავაძლიეროდ ჩვენი ქმედებები არაგადამდები დაავადებისა და ტრავმის - საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ძირითადი გამოწვევების წინააღმდეგ.“

როგორც არაგადამდები დაავადებების საკითხში ჯანმო-ს გლობალური ელჩი, მაიკლ ბლუმბერგი იმუშავებს ეროვნულ და ადგილობრივ პოლიტიკურ ლიდერებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რათა წინ წამოწიოს არაგადამდები დაავადებებით და ტრავმით გამოწვევული გლობალური ტვირთვის მნიშვნელობა.

თავის საქმიანობით მაიკლ ბლუმბერგი ხელს შეუწყობს გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების მიზენების მიღწევას. მდგრადი გავნითარების მიზნებს შორის, არაგადამდები დაავადებები და ტრავმა მნიშვნელოვან პრიორიტეტად არის აღიარებული მსოფლიო ლიდერების მიერ. მდგრადი განვითარების მიზნები მოიცავს არაგადამდები დაავადებების და ტრამვების სპეციფიურ სამიზნეებს; მათ შორისაა 2020 წლისთვის საგზაო ავარიებით გამოწვეული გლობალური სიკვდილობის და ტრავმის განახევრება, 2030 წლისთვის არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილიანობის ერთი მესამედით შემცირება და ჯანმო-ს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციის გაძლიერება.

„ჩემთვის დიდი პატივია გავხდე არაგადამდები დაავადებების საკითხში ჯანმო-ს გლობალური ელჩი და აღფრთოვანებული ვარ იმ შესაძლებლობებით, რომლებიც არსებობს ამასთან ერთად. ბევრ ქვეყანას და ქალაქს აქვს მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესისთვის თავიდან აცილებადი, ნაადრევი სიკვდილის შემცირების კუთხით და საუკეთესო მაგალითების გამრავლებით ჩვენ შევძლებთ მილიონობით სიცოცხლე გადავარჩინოთ.“ თქვა მაიკლ ბლუმბერგმა „ჯანმო-თან ერთად, ჩვენ მხარს დავუჭერთ დაბალი- და საშუალო-შემოსავლის მქონე ქვეყნებს, მათ ძალისხმევაში და რესურსების მიმართვაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ.“

მაიკლ ბლუმბერგის როლი და საქმიანობა ჯანმოსთან ერთად მიმართული იქნება არაგადამდები დაავადებების  ძირითადი რისკ-ფაქტორების ზემოქმედების შემცირებისკენ: თამბაქოს მოხმარება, არაჯანსაღი დიეტა, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა და ალკოჰოლის მავნე გამოყენება, ასევე ავტო-საგზაო შემთხვევების, დამწვრობის, დაცემის და დახჩობის შედეგად მირებული ტრავმის თავიდან აცილების მტკიცებულებაზე დაფუძნებული ღონისძიებების პოპულარიზაცია.

არაგადამდები დაავადებების პრევენციის ეფექტური სტრატეგიებია - თამბაქოსა და ალკოჰოლზე გადასახადებისა და ფასის ზრდა; თამბაქოსგან თავისუფალი გარემოს შექმნა; თამბაქოს რეკლამირების, სპონსორიბის და პოპულარიზაციის აკრძალვა; თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე დიდი ზომის სამედიცინო გაფრთხილებების დატანა; ფინანსურად ხელმისაწვდომი და ჯანსაღი კვების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა; შაქრიანი, მარილიანი და ცხიმიანი საკვების მიღებისგან თავის შეკავების აგიტაცია. ტრამვების, დახრჩობის, დაცემის და დამწვრობის თავიდან აცილების ეფექტური ღონისძიებებია: სიჩქარის ლიმიტის რეგულაციები, სიმთვრალის დროს მართვის ამკრძალავი კანონმდებლობის და უსაფრთხოების ღვედების და ჩაფხუტის ტარების აუცილებლობის რეგულაციების აღსრულება, კვამლის და ცხელი წყლის დეტექტორების რეგულაციების აღსრულება, წყლის საფრთხეების მოშორება, საცურაო აუზების შემოღობვა, დაცემის საფრთხეების აღმოფხვრა. ამ ყველა სტრატეგიული ღონისძიების აღსრულებაში უაღრესად მნიშვნელოვანია ეროვნული და ადგილობრივი მთავრობების როლი.

ჯანმო-ს გლობალური ელჩის პოზიცია საწისი 2 წლიანი პერიოდის განმავლობაშია წარმოადგენს საპატიო წოდებას. ეს პოზიცია არ ითვალისწინებს არანაირ ანაზღაურებას და დანახარჯების კომპენსაციას.

როგორც ფილანტროპმა, მაიკლ ბლუმბერგმა 4.3 მილიარდი აშშ დოლარი გაიღო განათლების, გარემოს, მთავრობის ინოვაციების, ხელოვნების და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროებში. საზოგადოებრივი ჯანრმთელობის საკითხებში მისი ფილანტროპული ინვესტიციაა 100 მილიონი აშშ დოლარი პოლიომიელიტის ერადიკაციისთვის, 600 მილიონი აშშ დოლარი თამბაქოს მოხმარების გლობალური შემცირებისთვის, და პროგრამებისთვის რომლებიც ეხება ჭარბი წონის, საგზაო უსაფრთხოების, დედათა ჯანრთელობის და დახრჩობის საკითხებს. 

მაიკლ ბლუმბერგის ფონდი და საქართველო

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 2009 წლიდან ახორციელებს პროექტებს ბლუმბერგის ფონდის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით:

2009-2013 წლებში ბლუმბერგ ფილანტროპის, ფილტვის მსოფლიო ფონდისა და ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კავშირის მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი თამბაქოსაგან 100%-ით თავისუფალი პოლიტიკის გატარება სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

2014-16 წლებში ბლუმბერგ ფილანტროპის და ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კავშირის მხარდაჭერით ხელშემწყობი გარემოს შექმნა თამბაქოს კონტროლის ეფექტური საგადასახადო პოლიტიკის შემუშავებისა და დანერგვისათვის საქართველოში.

2016-18 წლებში ბლუმბერგ ფილანტროპის, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კავშირისა და სასიცოცხლო სტრატეგიების (“Vital Strategies”) მხარდაჭერით დაგეგმილია პროექტი საქართველოში თამბაქოზე მოთხოვნის შემცირების მიზნით შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცების და აღსრულების მხარდაჭერა WHO FCTC მოთხოვნების შესაბამისად.