რა არის იმუნიტეტი?

ადამიანის აქვს იმუნური სისტემა, რომელიც ორგანიზმში მოხვედრილ დაავადების გამომწვევ მიკრობებს ხვდება, როგორც „უცხო დამპყრობლებს“.  ამ „უცხო დამპყრობლებს“  ანტიგენები ეწოდება და  მათ წინააღმდეგ საბრძოლველად იწყებს  ცილოვანი ნივთიერებების: ანტისხეულების  გამომუშავებას. ნორმალურ, ჯანმრთელ იმუნურ სისტემას ყოველ დღე  შეუძლია გამოიმუშაოს მილიონობით ასეთი ანტისხეული ათასობით შემოტევის (ანტიგენის) მოსაგერიებლად. ამას ორგანიზმი იმდენად ბუნებრივად აკეთებს, რომ ადამიანები  ვერც კი ვამჩნევთ. ანტისხეულები ხშირად ქრებიან მას მერე,  როგორც კი გაანადგურებენ შემოჭრილ ანტიგენებს. უჯრედები  (მეხსიერების საცავები) კი, რომლებიც მონაწილეობენ ანტისხეულების წარმოქმნაში, ორგანიზმში რჩებიან,  იმახსოვრებენ  ყველა იმ ანტიგენს, რომლებთანაც ოდესმე ჰქონიათ „შეხვედრა“  და იცავენ ადამიანს სიცოცხლის ბოლომდე, თუკი ისინი კვლავ შეეცდებიან ორგანიზმში შემოჭრას.