პროფესორ კარლ-კრისტიან ბერგმანის ლექცია 09.09.2016

2016 წლის 9 სექტემბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში ბერლინის უნივერსიტეტის (Charité – Universitätsmedizin Berlin) პროფესორმა ბატონმა კარლ-კრისტიან ბერგმანმა (Prof. Dr. med. Karl-Christian Bergmann) წაიკითხა ლექცია თემაზე:

„ძველი“ და „ახალი“ ალერგოლოგია 

პროფესორი კარლ-კრისტიან ბერგმანი საქართველოში იმყოფება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის მოწვევით. პროფესორი ბერგმანი ალერგოლოგიის დარგში, მრავალი წიგნის ავტორია, მათ შორის „History of Allergy”. უკანასკნელ წლებში მან შექმნა ალერგენებით პროვოკაციის მოძრავი კამერა (chamber), რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ალერგოლოგიის განვითარებისთვის.

ბატონი ბერგმანი არის სხვადასხვა სამეცნიერო საზოგადოებების (გერმანიის პულმონოლოგთა საზოგადოება, გერმანიის ალერგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის საზოგადოება, ევროპის რესპირაციის საზოგადოება, ამერიკოს თორაკალური საზოგადოება და ალერგიის საერთაშორისო კოლეგიუმი) აქტიური წევრი.

მისი კვლევის სპეციალური ინტერესთა სფეროებია:
კლინიკური: სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების ალერგიული ასპექტები, ალერგიული ალვეოლიტი, სასუნთქი გზების დაავადებების დროს სიცოცხლის ხარისხისა და დამყოლობის გაზომვები.
სამეცნიერო ინტერესები: სასუნთქი გზების დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა, მოსახლეობაში ცოდნის ამაღლება სასუნთქი გზების დაავადებების დროს, აერობიოლოგიური კვლევები.

დაისახა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა ალერგიულ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური დიაგნოსტიკის და მკურნალობის საქართველოში შემდგომი განვითარების მიზნით.

 

იხილეთ ფოტოალბომი

იხილეთ ვიდეო