დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ დაჯილდოვდა 28.09.2016

ლ.საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის  (IDFI) მიერ დაჯილდოვდა როგორც  ყველაზე გამჭირვალე დაწესებულება 2016 წელს  სპეციალური პრიზით:

‘’2016 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის“ 

დაჯილდოების ცერემონია გაიმართა 28 სექტემბერს, საჯარო ინფორმაციის გაცემის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) და ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს (OSGF) მიერ სასტუმრო ‘’ქორთიარდ მერიოტში“.

 

იხილეთ ფოტოალბომი