გულის მსოფლიო დღე - 29 სექტემბერი

გულის მსოფლიო დღე აღინიშნება 29 სექტემბერს. ამ თარიღის აღნიშვნას  დასაბამი დაედო 1999 წელს გულის მსოფლიო ფედერაციის ინიციატივით, რასაც მხარი დაუჭირა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, იუნესკომ და სხვა მნიშვნელოვანმა ორგანიზაციებმა. თავდაპირველად დღესასწაულს აღნიშნავდნენ  სექტემბრის ბოლო კვირას, მაგრამ 2011 წელს ეს თარიღი გახდა ფიქსირებული - 29 სექტემბერი. გულის მსოფლიო დღე სექტემბერში დაწესდა იმისთვის, რომ ხაზი გაესვას გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მომატებულ რისკს წელიწადის ამ დროს, და ასევე შემოდგომის ბოლოს სხვადასხვა დამატებითი ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობას, რომლებიც მიმართულია ინსულტის, ინფარქტისა და იშემიური დაავადების რისკის შესამცირებლად.

გულის მსოფლიო დღის დევიზია - „გული სიცოცხლისათვის“

გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ინსულტის რისკ-ფაქტორებია: მაღალი არტერიული წნევა, სისხლში ქოლესტეროლის და გლუკოზის დონის მომატება, თამბაქოს მოხმარება, ხილის და ბოსტნეულის არასაკმარისი რაოდენობით მოხმარება, ჭარბი წონა, სიმსუქნე და დაბალი ფიზიკური აქტივობა. აღსანიშნავია, რომ ცხოვრების არაჯანსაღი წესი ფორმირდება ბავშვთა და მოზარდობის ასაკში, და ასაკთან ერთად გულ-სისხძარღვთა დაავადებების რისკი იზრდება. ამიტომ, პრევენცია უნდა დაიწყოს ბავშვობიდან.

გულის დაავადებების განვითარების რისკი ახალგაზრდა ასაკში მამაკაცებში უფრო მაღალია. მენოპაუზის შემდეგ კი ქალისა და მამაკაცის რისკი თანაბარია.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციათან თანამშრომლობით გულის მსოფლიო ფონდი ღონისძიებებს ატარებს მსოფლიოს 100 ქვეყანაში, რომლებიც გულის მსოფლიო ფედერაციის წევრები არიან. გულის დღის პროგრამაში შედის მასიური გასინჯვები, საჯარო ლექციები, სამეცნიერო ფორუმები, გამოფენები, ფესტივალები, სპორტული ღონისძიებები. 

ჯანსაღი გული ჯანმრთელობის საწინდარია. თუ გსურთ იყოთ ჯანმრთელი - იკვებეთ ჯანსაღად, ალკოჰოლი მიიღეთ ზომიერად, უარი თქვათ თამბაქოზე, იყავით ფიზიკურად აქტიური... იცხოვრეთ ისე, რომ იყოთ არა მარტო ჯანმრთელი, არამედ თავს გრძნობდეთ კარგად და დატკბეთ სიცოცხლით.