დაბინძურებული ატმოსფერული ჰაერი

გაეროს ანგარიშის მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის დიდი უმრავლესობა - 6.76 მილიონი ადამიანი - მეტისმეტად დაბინძურებული ჰაერის პირობებში ცხოვრობს.  

2016 წლის 27 სექტემბრის მონაცემებით, ყოველწლიურად დაახლოებით 6.5 მილიონი ადამიანი იღუპება ჰაერის დაბინძურების გამო და მსოფლიოს მოსახლეობის 92% იმ ადგილებში ცხოვრობს, სადაც ჰაერის დაბინძურების დონე რეკომენდირებულ ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას აღემატება,  გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დღეს წინა პლანზე წამოწია დეტალური პროფილი აქმდე უპრეცენდენტო - უკიდურესად მძიმე მდგომარეობის შესახებ, რათა მნიშვნელოვნად შეამციროს სიკვდილის ტვირთი.

„შეუძლებელია ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ მიმართული გადაუდებელი ზომები მალე განხორციელდეს“, - განაცხადა გაეროს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გარემოს მიმართულების ხელმძღვანელობის წარმომადგენელმა მარია ნეირამ ჰაერის ხარისხის ახალ მოდელთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს ინტერაქტიურ რუკებს (http://maps.who.int/airpollution/). რუკებს, რომლებიც თვალსაჩინოდ ასახავენ    ქვეყნებში არსებულ ადგილებს, სადაც ჰაერის დაბინძურების დონე ჯანმოს მიერ დადგენილ  ზღვრულად დასაშვებ  მნიშვნელობებს აჭარბებს.

გასულ წელს  მსოფლიოს მოსახლეობამ 7.35 მილიარდს მიაღწია.  გაეროს მონაცემებით, პრობლემის გადაწყვეტა ქალაქებში მდგრადი ტრანსპორტის განვითარებაში, მყარი საწვავის მოხმარების კონტროლში, სუფთა საყოფაცხოვრებო საწვავისა და სამზარეულო ღუმელებისადმი ხელმისაწვდომობაში და განახლებადი ენერგიების სახეებსა და სამრეწველო გამონაბოლქვის შემცირებაში მდგომარეობს, დასძინა დოქტორმა ნეირამ.

სიკვდილის შემთხვევების დაახლოებით 90%-ს ადგილი აქვს დაბალ- და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში;  ყოველი სამიდან, სავარაუდოდ, ორი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონებზე მოდის.

ჰაერის დაბინძურება კვლავაც ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობის - ქალების, ბავშვებისა და ხანდაზმული ასაკის მოზრდილების ჯანმრთელობას აწვება ტვირთად, აღნიშნა ფავია ბუსტრეომ, ჯანმოს ასისტენ-გენერალურმა დირექტორმა და დაამატა, „იმისათვის რომ ხალხი ჯანმრთელი იყოს, მათ სუფთა ჰაერი უნდა ისუნთქონ დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე“.

ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროები მოიცავენ არაეფექტურ სატრანსპორტო საშუალებებს, საყოფაცხოვრებო საწვავისა და ნარჩენების წვას, ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებსა და სამრეწველო საქმიანობას. თუმცა, ჰაერის დაბინძურება ყველა შემთხვევაში არ მომდინარეიბს  ადამიანის საქმიანობიდან. მაგალითად, ჰაერის ხარისხზე ასევე შეიძლება გავლენა მოახდინოს მტვრის ქარბუქმა, განსაკუთრებით, უდაბნოებთან ახლოს მდებარე რეგიონებში.

"ჯამოს ახალი მოდელი წარმოგვიდგენს ქვეყნებს, სადაც ჰაერის დაბინძურების საშიში წერტილებია. ისინი საბაზისო დონეს ქმნიან გატარებული ზომების პროგრესის მონიტორინგისათვის“, - განაცხადა დოქტორმა ბისრეომ.

გაერთიანებული სამეფოს ბასის (Bath) უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შემუშავებული მოდელი წარმოადგენს ჯანმოს პირველ ყველაზე დეტალურ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის მონაცემებს, რომელიც ეფუძნება სატელიტურ გაზომვებს, საჰაერო ტრანსპორტის მოდელებსა და ხმელეთზე არსებულ მონიტორინგის სადგურებს 3000-ზე მეტ წერტილში, როგორც ქალაქად, ისე სოფლად.

ყოველწლიურად, დაახლოებით სამი მილიონი სიკვდილის შემთხვევა უკავშირდება დაბინძურებული ატმოსფერული ჰაერის ზემოქმედებას. შენობის შიდა ჰაერის დაბინძურება, შეიძლება, ასევე სასიკვდილო იყოს. 2012 წელს, საერთო ჯამში, დაახლოებით 6.5 მილიონი ადამიანის (გლობალური სიკვდილიანობის 11.6%) სიკვდილი იყო ასოცირებული შიდა და გარე ჰაერის დაბინძურებასთან.

სიკვდილის შემთხვევების 94% არაგადამდებ დაავადებებს უკავშირდება; კერძოდ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, ინსულტს, ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებებსა და ფილტვის კიბოს. ჰაერის დაბინძურება ასევე  ზრდის მწვავე რესპირატორული ინფექციების რისკს.

"ეს ახალი მოდელი დიდ  წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოდგენს  ექვს მილიონზე მეტი სიკვდილის შემთხვევის  უზარმაზარი გლობალური ტვირთის კიდევ უფრო დამაჯერებელი გათვლისათვის, სადაც გლობალური სიკვდილიანობის ყოველი ცხრა შემთხვევიდან ერთი შიდა და გარე ჰაერის დაბინძურების ზემოქმედების შედეგია," აღნიშნა დოქტორმა ნეირამ, რომელიც ჯანმოს დირექტორია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დეტერმინანტების მიმართულებით.

ჯანმოს  ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაიდლაინი ადგენს 2.5 მიკრომეტრზე ნაკლები დიამეტრის (PM2.5) წვრილი ნაწილაკების, როგორიცაა სულფატი, ნიტრატები და ნახშირი, წლიური ექსპოზიციის ზღვარს. ეს ნაწილაკები ღრმად შედიან ფილტვებში და გულ-სისხლძარღვთა სისტემაში, რითიც ჯანმრთელობისადმი უდიდეს  რისკებს ქმნიან.

გაეროს სამიტზე 2030 დღის წესრიგის ფარგლებში შარშან მიღებული მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs)  მოწოდებაა არსებითად შემცირდეს ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილის და დაავადების  შემთხვევები.

მაისში ჯანმომ გამოსცა ახალი გზამკვლევი დაჩქარებული აქტივობებისათვის ჯანდაცვის ადგილობრივ სექტორებთან ერთად მონიტორინგის გაზრდისა და ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ლიდერობისათვის.