ნერვული სისტემის დარღვევები

ნერვული სისტემის დარღვევები

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში მილიარდ ადამიანს აღენიშნება ნერვული სისტემის დისფუნქცია. აქედან 50 მლიონზე მეტი დაავადებულია ეპილეფსიით, 24 მილიონი  ალცჰაიმერის დაავადებით  და სხვა გენეზის დემენციით. http://www.who.int/topics/mental_health   

ნერვული სისტემის დარღვევათა ჯგუფები:

  1. სისხლძაღვოვანი დარღვევები–თავის ტვინის ინსულტი, გარდამავალი იშემიური შეტევა, სუბარაქნოიდალური სისხლჩაქცევა, სუბდურალური სისხლჩაქცევა და ჰემატომა, ექსტრადურალური სისხლჩაქცევა
  2. ინფექციები–მენინგიტი, ენცეფალიტი, პოლიომიელიტი, ეპიდურალური აბსცესი
  3. სტრუქტურული დარღვევები – თავის ტვინის ან ზურგის ტვინის ტრავმა, სპონდილოზი, სიმსივნური დაავადებები, პერიფერიული ნეიროპათია
  4. ფუნქციური დარღვევები–თავის ტკივილი, ეპილეფსია, თავბრუსხვევა, ნევრალგია
  5. დეგენერაციული დარღვევები–პარკინსონის დაავადება, გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზი, ალცჰაიმერის დაავადება.

საქართველოში ნერვული სისტემის გავრცელებულ  დაავადებათა  სტრუქტურა ასე გამოიყურება:

  • პერიფერიული სისტემის დაავადებები–32,4%
  • ეპიზოდური და პაროქსიზმული დარღვევები–19,9% (მ.შ. ეპილეფსია და ეპილეფსიური სტატუსი–34,2%)
  • ექსტრაპირამიდული და მოძრაობის სხვა დარღვევები (პარკინსონი, ქორეა) – 7,5%
  • ცერებრული დამბლა და პარალიზური სინდრომები–9% და ა.შ.

უახლესი მონაცემებით, ევროპაში ეპილეფსიით 6 მლნ. ადამიანია დაავადებული, სიცოცხლის რომელიმე ეტაპზე მსოფლიოში 15 მლნ ადამიანი ავადდება ეპილეფსიით. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით საქართველოში 1000 მოსახლეზე, ეპილეფსიის გავრცელების მაჩვენებელი 2.0–ია.

ნერვული სისტემის დარღვევათა ნიშნები და სიმპტომები

  • მუდმივი ან შეტევითი ხასიათის თავის ტკივილი
  • სხვა ხასიათის თავის ტკივილი
  • მგრძნობელობის დაქვეითება
  • სისუსტე ან  კუნთებში ძალის დაკარგვა
  • მხედველობის უეცარი დაკარგვა ან გაორება
  • გონებრივი უნარის დაქვეითება
  • კოორდინაციის დარღვევა
  • კუნთების რიგიდობა
  • ტრემორი და კრუნჩხვა
  • ტკივილი ზურგში, ირადიაციით სხეულის სხვა ნაწილებში
  • კუნთების ატროფია და მეტყველების გაძნელება

ნერვული სისტემის პათოლოგიების უმრავლესობა არის საფუძველი უნარშეზღუდულობისა  და სიკვდილობისა, აქედან გამომდინარე, დაავადების ადრეული გამოვლენა და შემდგომში ადექვატური მკურნალობა არის გარანტია დაავადების კეთილსაიმედო გამოსავლისა.

ამ პროფილის დაავადებათა მართვას ახორციელებს:

  • ნევროლოგი
  • ნეიროქირურგი
  • ფიზიოთერაპევტი (განაკუთრებული მნიშვნელობის აქტივობა, პაციენტის რეაბილიტაციის მიზნით)

 

http://www.hopkinsmedicine.org/healthlibrary/conditions/nervous_system_disorders/overview_of_nervous_system_disorders_85,P00799/