ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია

 

2014 წლის პირველ ოქტომბერს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში, ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეტრიკების და შეფასების ინსტიტუტსა და ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის გაიმართა

ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია

ცერემონიას დაესწრნენ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეტრიკების და შეფასების ინსტიტუტის დირექტორი უილიამ ჰეისელი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე. ასევე, საერთაშორისო (WHO, UNFPI, UNICEF და სხვ.) და არასამთავრობო ორგანიზაციების, უნივერსიტეტების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეტრიკების და შეფასების ინსტიტუტის (IHME) ხელმძღვანელობით და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაწილეობით, 2014 წლიდან საქართველოში მიმდინარეობს გლობალური ავადობის ტვირთის კვლევა (Global Burden of Disease Study – GBD), რომელიც წარმოადგენს დაავადებების, ტრავმების და რისკ–ფაქტორებით გამოწვეული მდგომარეობების გამო დაკარგული ჯანმრთელობის რაოდენობრივად შედარებადი სიდიდეების გაზომვის სისტემატიზებულ მეცნიერულ მეთოდს/მიდგომას.

 

IHME ახორციელებს მსოფლიოში ჯანდაცვის მნიშვნელოვანი პრობლემების დამოუკიდებელ, ზუსტ და შედარებად კვლევებს და ასევე ატარებს ამ პრობლემების გადაჭრის სტრატეგიების შეფასებებს. IHME-ს ძირითადი ამოცანაა საუკეთესო სტრატეგიების მოძიება მსოფლიოში ჯანმრთელობის დონის გაუმჯობესების მიზნით. ამისთვის გამოიყენება ჯანმრთელობის მაჩვენებლების გაზომვა, პროგრამების ეფექტურობის შეფასება, ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელობის მაქსიმალურად გაზრდა, გაზომვების ახალი ინოვაციური სისტემების შემუშავება, რათა შეიქმნას დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღების საფუძველი, რაც უზრუნველყოფს რესურსების ეფექტურ გადანაწილებას და საბოლოო ჯამში მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.