სენატორ ჯო დონელის ვიზიტი ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში 12.10.2016

2016 წლის 12 ოქტომბერს სენატორი ბატონი ჯო დონელი კოლეგებთან ერთად რ. ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრს ესტუმრა.

ვიზიტის დროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ ბატონმა პაატა იმნაძემ გააკეთა პრეზენტაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და აშშ-ს პარტნიორობის, მიღწევების და სამომავლო გეგმების შესახებ.

სენატორი ჯო დონელი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის სოფლის მეურნეობის, საკვების და სატყეო კომიტეტის, საბანკო, საბინაო და ურბანული კომიტეტის და შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრია. ასევე, აღმოცენებადი საფრთხეების შესაძლებლობების ქვეკომიტეტის და სტრატეგიული შეიარაღების ქვეკომიტეტის წამყვანი წევრი.

ბატონი ჯო დონელი გაეცნო ლუგარის ცენტრის სტრუქტურას, თანამშრომლებს და დაათვალიერა ლაბორატორიები.

 

იხილეთ ფოტოალბომი