ტყვიით მოშხამვის პრევენციის საერთაშორისო კვირეული

სსიპ ლ.საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მიმდინარე წლის 25–29 ოქტომბერს მონაწილეობას იღებს ტყვიით მოშხამვის პრევენციის საერთაშორისო კვირეულში, რომელიც იმართება ტყვიის აღმოფხვრის გლობალური ალიანსისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით. კვირეულზე ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნება ტყვიის შემცველ საღებავებზე.    

2016 წლისათვის ტყვიით მოშხამვის პრევენციის კვირეულის ამოცანებია:„ცნობიერების ამაღლება ტყვიის ტოქსიკურობის შესახებ“, „ქვეყნების დაპარტნიორების ძალისხმევას ბავშვებში ტყვიით მოშხამვის თავიდან ასაცილებლად“ და  „საღებავებში ტყვიის გამოყენების აკრძალვა“. მშობლებს მრავალი გზით შეუძლიათ შეამცირონ ბავშვებზე ტყვიის ზემოქმედება და თავიდან აიცილონ სერიოზული ჯანმრთელობის რისკები. დიდი რაოდენობით ტყვიის შემცველი საღებავები ჯერ კიდევ გამოიყენება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დეკორატიული მიზნებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს და ხელმისაწვდომია საღებავები, რომელიც ტყვიას არშეიცავს.   

ტყვია ცნობილი ტოქსიური ქიმიური ნივთიერებაა, რომელსაც ფართოდ იყენებენ სხვადასხვა სფეროში.  ტყვია ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას და იწვევს ფართო სპექტრის ჯანმრთელობის დარღვევებს, როგორიცაა ნევროლოგიური დარღვევები,  ანემია,  დაღლილობა და კუნთების სისუსტე,  დამბლა,  თირკმლისა და ღვიძლის დაზიანება. ტყვია ზეგავლენას ახდენს ასევე ბავშვის განვითარებაზე, როგორც მისი მუცლადყოფნის პერიოდში,  ასევე მის დაბადების შემდგომ. ტყვიის ექსპოზიცია იწვევს ბავშვების გონებრივ ჩამორჩენას. ტყვიის პრევენციის საერთაშორისო კვირეულის ძირითადი მიზანია საზოგადოების ინფორმირება ტყვიისა და მისი ნაერთების ტოქსიურობის შესახებ. კვირეულს კოორდინაციას უწევს „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“ კვირეულის ფარგლებში ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები.

 

პოსტერი

პოსტერები

 

 

ტყვიით მოშხამვა და ჯანმრთელობა

ძირითადი  ფაქტები

  • ტყვია კუმულაციური თვისების მქონე ტოქსიური მეტალია. იგი გავლენას ახდენს ადამიანის ორგანოთა სისტემებზე და განსაკუთრებით მავნეა ბავშვებისათვის.
  • ტყვია ორგანიზმში მოხვედრისას ნაწილდება ტვინში, ღვიძლში, თირკმელებსა და ძვლებში. დროთა განმავლობაშიტყვია გროვდება კბილებსა და ძვლებში. ტყვიის ადამიანზე ზემოქმედება, როგორც წესი, ფასდება სისხლში ტყვიის კონცენტრაციის განსაზღვრით.
  • ორსულობის პერიოდში ძვლებში დაგროვილი ტყვია გადადის სისხლში და მოქმედებს ნაყოფზე.
  • ტყვიისადმი უსაფრთხო ექსპოზიცია დღემდე არ არის ცნობილი .
  • ტყვიის მოწამვლის  თავიდან აცილება სავსებით  მიღწევადია.

ტყვია ტოქსიკური მეტალია, რომელიც ბუნებრივად გვხვდება დედამიწის ქერქში. მის ფართოდ გამოყენებას მოჰყვა გარემოს ინტენსიური დაბინძურება და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედება, რაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემად იქცა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

მცირეწლოვანი ბავშვები  განსაკუთრებით მოწყვლადნი არიან ტყვიის ტოქსიური ეფექტებისადმი და, შესაძლოა, მძიმედ და მუდმივად განიცდიდნენ ტყვიის ზემოქმედების გვერდით მოვლენებს, რაც გამოიხატება ტვინისა და ნერვული სისტემის განვითარების შეფერხებაში. ორსული ქალების ტყვიის მაღალი დონით ექსპოზიციამ შეიძლება გამოიწვიოს თვითნებური აბორტი, ნაადრევი მშობიარობა,  ახალშობილთა დაბალი წონადა სხვადასხვა ანომალიები.

ტყვიის ზემოქმედებით განპირობებული დაავადების ტვირთი

ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის გაზომვების და შეფასების ინსტიტუტის (IHME)გამოთვლებით, 2013 წელს ტყვიით ექსპოზიციით იყო განპირობებული სიკვდილის 853 000 შემთხვევა, რაც  ტყვიის ჯანმრთელობაზე გავლენის შორეულეფექტებს უკავშირდება. ამ მხრივ სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი ტვირთი  დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებზე მოდის. იმავე ინსტიტუტმა,დამატებით, დაადგინა, რომ ტყვიის ექსპოზიცია უკავშირდება იდიოპათიური ინტელექტუალური ინვალიდობის გლობალური ტვირთის 9.3%-ს, გულის იშემიური დაავადების გლობალური ტვირთის 4%-სა და ინსულტის გლობალური ტვირთის 6.6%-ს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ რეკომენდირებული ღონისძიებები

ჯანმო-ს მიერ ტყვია შეტანილ იქნა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული პრიორიტეტის მქონე ათი ქიმიური ნივთიერების ჩამონათვალში.    . დასაქმებულთა ჯანმრთელონ, ბავშვებისა და რეპროდუქციული ასაკის ქალთა ჯანმრთელობის დასაცავად ჯანმო წევრი სახელმწიფოებისაგან მოითხოვს მყისიერ რეაგირებას.

ამჟამად ჯანმო მუშაობს ტყვიით მოწამვლის პრევენციისა და მართვის გაიდლაინზე, რომელიც  პოლიტიკოსებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელებსა და ჯანდაცვის პროფესიონალებს უზრუნველყოფს მტკიცებულებაზე დაფუძნებულიინტერვენციების შესახებ ინფორმაციით შესაბამისი ზომების მისაღებად, ტყვიის ექსპოზიციისგან ბავშვებისა და მოზარდების დასაცავად.

მას შემდეგ, რაც მრავალ ქვეყანაში ტყვიის შემცველი საღებავი გახდა ტყვიით ექსპოზიციის უწყვეტი წყარო, ჯანმო შეუერთ და გაეროს გარემოსდაცვის პროგრამას, რათაშეექმნასაღებავებშიტყვიისელიმინაციისგლობალურიალიანსი. იგი წარმოადგენს ბავშვებში ტყვიით მოწამვლის პრევენციისა და ტყვიის შემცველი საღებავებისადმი პროფესიული ექსპოზიციის შემცირებისკენ მიმართულ ერთობლივ ინიციატივას.

ალიანსის მთავარი მიზანია შეწყდეს ტყვიის შემცველი საღებავების წარმოება და გაყიდვა, რაც საბოლოოდ აღმოფხვრის ასეთი საღებავებით გამოწვეულ ჯანმრთელობის რისკებს.

საღებავებში ტყვიის ელიმინაციის გლობალური ალიანსი წარმოადგენს მთავარ ბერკეტს ხელი შეუწყოს მსოფლიო სამიტის მდგრადი განვითარების "იმპელემნტაციის გეგმის" 57–ე პუნქტისა და საერთაშორისო ქიმიური ნივთიერებების მართვის (SAICM) II/4B რეზოლუციის განხორციელების სტრატეგიულ მიდგომას, რომლებიც ფოკუსირებულია საღებავებშიტყვიის ელიმინაციაზე. 

 

პოსტერები

 

      

 

       

 

ბუკლეტი