დღენაკლულ ბავშვთა საერთაშორისო დღე 2016

 

აღვნიშნოთ!  მსოფლიო  დღენაკლულთა დღე  - 17 ნოემბერს

„ყოველ წელს , 15 მილიონი ბავშვი იბადება დღენაკლული და დაახლოებით 1 მილიონი ახალშობილი ვერ აღწევს დაბადებიდან მეხუთე დღემდე ასაკს.“

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით დღენაკლულია ახალშობილი, რომელიც ნაადრევად, ორსულობის 37 კვირის ვადამდე იბადება.

17 ნოემბერი დღენაკლულ ბავშვთა საერთაშორისო დღეა, იგი  პირველად აღინიშნა  2011 წელს ახალშობილთა მზრუნველობის ევროპული ფონდისა (EFCN) და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ.

2013 წელს ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის დაახლოებით 6,3 მილიონი ახალშობილიდან  1,1 მილიონი სიკვდილის შემთხვევა ნაადრევი მშობიარობების გართულებებს  შეადგენდა.

2014 წელს 200-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა აქტივობებში, და 60-ზე მეტმა ქვეყანამ დაგეგმა სპეციალური ღონისძიება, რათა გაეზარდა მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე დღენაკლული ბავშვების, ახალშობილებისა და დედათა ჯანმრთელობის შესახებ;

2015 წელს  ნაადრევი მშობიარობებით  გამოწვეულ  გართულებებს აქტუალობა  არ დაუკარგავს და უმთავრესად აღემატებოდა ბავშვთა სიკვდილიანობის  სხვა მიზეზებს.

ნაადრევი მშობიარობა ჯანმრთელობის ძალიან სერიოზული პრობლემაა. მთელს მსოფლიოში 15 მილიონი ბავშვი იბადება დღენაკლული და შედეგად  მილიონზე მეტი კვდება. ბავშვები, რომლებიც სიცოცხლეს აგრძელებენ მათ ხშირად  ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები აქვთ, როგორიცაა ცერებრული დამბლა, პარეზი, მხედველობის პრობლემები, სმენის დაქვეითება და გონებრივი ჩამორჩენა.

დღენაკლულობის პრევენცია - თანამედროვეობის გამოწვევა

ნაადრევი მშობიარობებით გამოწვეული დაავადებების შესამცირებლად სასურველია ორსულობა მივიყვანოთ 39 კვირამდე. შესწავლილია ის რისკ–ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ  ნაადრევ მშობიარობაზე, მაგალითად: ანამნეზში ნაადრევი მშობიარობა, ქალის წონის ნაკლებობა, სიმსუქნე, დიაბეტი, მოწევა, მაღალი არტერიული წნევა, ქალის ასაკი (17 წელზე ნაკლებიან 40 წელზე მეტი), გენეტიკური ფაქტორები, ორსულობა რამდენიმე ნაყოფით დაორსულობებს შორის არასაკმარისი ინტერვალი. რისკის ფაქტორების გამოვლენისა და შესაბამისი პრევენციული ზომების გატარებისათვის მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ანტენატალური მოვლის ხარისხის გაუმჯობესებას და მის ფარგლებში მიწოდებული სერვისების გაფართოვებას.

ახალშობილთა მოვლის ძირითადი მეთოდები

ახალშობილთა მოვლის თანამედროვე მეთოდების გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა საქმე დღენაკლულ ახალშობილებს ეხება.  ახალშობილთა მოვლის ერთერთი იაფი, თუმცა მეტად ეფექტური მეთოდი, რომლის ხშირი გამოყენება არ ხდება, კენგურუს მეთოდია.

კენგურუს მეთოდი პირველად 1967 წელს დაინერგა. ამ მეთოდის გამოყენებით ხდება მცირე წონიანი ახალშობილის დედასთან კანით-კანზე კონტაქტი, რაც ხელს უწყობს ძუძუთი კვების წამოწყებას და ახალშობილის გათბობას. დღენაკლული  ახალშობილის სხეულის ტემპერატურის შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მათი პატარა სხეული სწრაფად კარგავს სითბოს, რაც ზრდის დაავადებების, ინფექციებისა და სიკვდილის რისკს. ექსპერტთა მოსაზრებით ამ მეთოდის ფართო დანერგვამ ყოველწლიურად შეიძლება 450 000 სიცოცხლე  გადაარჩინოს.

2030 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის პრევენციისთვის, ჩვენ უნდა შევძლოთ ყურადღების  გამახვილება  დღენაკლულთა დაბადებაზე - ძირითადი  მიზეზი, ბავშვთა სიკვდილიანობის  ხუთ წლამდე ასაკში არის დღენაკლულობა.

დროა, გავაფართოვოთ ქალზე და ახალშობილზე ზრუნვის ხარისხის  გაძლიერება, პრევენცია და  მკურნალობის გზების ძებნა, გაჩნდეს ახალი გლობალური ინიციატივები.

 http://www.efcni.org/

http://www.who.int/life-course/news/events/world-prematurity-day/en/

https://www.thunderclap.it/projects/47301-world-prematurity-day