ბიოლოგიური დაცვის ეროვნული სისტემის ჩამოყალიბების სასწავლო კურსები 7-11.11.2016

2016 წლის 7-11 ნოემბერს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრში ტარდება ბიოლოგიური დაცვის ეროვნული სისტემის ჩამოყალიბების სასწავლო კურსები. მონაწილე ქვეყნებია საქართველო, რუსეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, მოლდოვა და უკრაინა. სასწავლო კურსის ორგანიზატორია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია. ტრენერები არიან დანიის ბიოუსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელი და თანამშრომელები.

 

იხილეთ ფოტოალბომი