შეხვედრა ლუგარის ცენტრში 07.12.2016

2016 წლის 7 დეკემბერს რ. ლუგარის სახ. საზოგადოებრივი კვლევით ცენტრს ესტუმრა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ბიუროს მდივნის მოადგილე ბატონი საიმონ ლიმაჟი დელეგაციასთან ერთად.   

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა - ბატონმა ამირან გამყრელიძემ ამერიკელ სტუმრებს წარმოუდგინა ცენტრის სტრუქტურა, სტრატეგიული პრიორიტეტები დეპარტამენტების საქმიანობის მიხედვით, ისაუბრა ლუგარის ცენტრის სამეცნიერო პოტენციალზე, საერთაშორისო პარტნიორულ მხარდაჭერაზე და მომავალ ხედვაზე ცენტრის შემდგომი განვითარების ჭრილში. ბატონმა საიმონმა და დელეგაციის წევრებმა დისკუსიების დროს ხაზი გაუსვეს ცენტრის წარმატებებს ფუნდამენტურ მეცნიერებებისა და განსაკუთრებით ბიოდაცვისა და ბიოუსაფრთხოების განვითარების კუთხით.  

შეხვედრის შემდეგ ამერიკელმა სტუმრებმა დაათვალიერეს ლუგარის ცენტრი.

 

იხილეთ ფოტოალბომი