შეხვედრა-სემინარი ცენტრში 09.01.2016

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლების ექიმებისათვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, გაფართოებული შეხვედრა-სემინარების ციკლი დაიწყო. შეხვედრაზე ექიმებმა მიიღეს დამატებითი ინსტრუქცია, რა როლი აქვს სკოლის ექიმს ჯანმრთელი სასკოლო გარემოს უზრუნევლყოფის და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების პროცესში. ამასთან, რა პრევენციული ზომები უნდა გაატარონ სკოლებმა, რომ ყველაზე მაღალი რისკის მქონე წარმომადგენლები-მოსწავლეები დაცულნი იყვნენ ინფექციისგან და გართულებები მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი.

 

იხილეთ ფოტოალბომი