საშვილოსნოს ყელის კიბოს სახეები

ბიოფსიის შედეგების შემდეგ, მნიშვნელოვანის კიბოს გავრცელების შესწავლა,რაც განსაზრვრავს მის სახეს

არსებობს საშვილოსნოს ყელის კიბოს ორი ძირითადი ტიპი:

  • ბრტყელუჯრედოვანი კიბო - 80%
  • ადენოკარცინომა - 15 - 20%.  ამ ტიპის კიბოს დიაგნოსტიკა სკრინინგული ტესტებით შეიძლება იყოს უფრო რთული, რადგან იგი  საშვილოსნოს ყელის არხში ვითარდება.

როგორ ხდება საშვილოსნოს ყელის კიბოს გამოვლენა?

საშვილოსნოს ყელის კიბოს გამოვლენა შესაძლებელია ბიოფსიით, საშვილოსნოს ყელის სკრინინგული ტესტით (ნაცხით) ან მენჯის ღრუს ორგანოების  გამოკვლევით.

 საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზი: პირველადი სიმსივნე და მეტასტაზები

ცნობილია საშვილოსნოს ყელის კიბოს მიმდინარეობის შემდეგი ეტაპები:

ეტაპი 1ა: კიბო მოიცავს საშვილოსნოს ყელს, მაგრამ არ ვრცელდება მიმდებარე ქსოვილებზე. ძალიან მცირე რაოდენობით კიბოს უჯრედები ჩანს მხოლოდ მიკროსკოპის ქვეშ

ეტაპი 1ბ: კიბო მოიცავს საშვილოსნოს ყელს, მაგრამ ჯერ არ გავრცელებულა  ახლომდებარე ქსოვილებში. დიდი რაოდენობით კიბოს უჯრედები არის საშვილოსნოს ყელში.

სტადია 2a: სიმსივნე გავრცელებულია გარემომცველ არეებზე, მაგრამ ჯერ კიდევ მენჯის ღრუშია. სიმსივნე გავრცელებულია ვაგინის ზედა ორ მესამედზე.

სტადია 2b: სიმსივნე გავრცელებულია გარემომცველ არეებზე, მაგრამ ჯერ კიდევ მენჯის ღრუშია.  სიმსივნე გავრცელებულია საშვლოსნოს ყელის გარემომცველ ქსოვილებზე.

სტადია 3: სიმსივნეს მთლიანად მოცული აქვს მენჯის ღრუ. სიმსივნური უჯრედები შესაძლებელია გავრცელებული იყვნენ ვაგინის ქვედა ნაწილში.  ასევე შესაძლებელია სიმსივნური უჯრედები გავრცელებული იყვნენ შარდსაწვეთებზე.

სტადია 4a: სიმსივნე გავრცელებულია საშვლოსნოს ყელთან ახლომდებარე ორგანოებზე, მაგალითად, შარდის ბუშტზე ან სწორ ნაწლავზე.

სტადია 4b: სიმსივნე გავრცელებულია საშვლოსნოს ყელიდან შორს მდებარე ორგანოებზე, მაგალითად, ფილტვზე.